ლუის ენრიკე: „პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა იმედს არ ვკარგავ“

ლუის ენრიკე: „პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა იმედს არ ვკარგავ“

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში პსჟ-სთან მარცხის შემდეგ (0:4) პირველი კომენტარი გააკეთა. 

"ყველაფერი მარტივია: მეტოქე ბურთითაც და მის გარეშეც ძლიერი იყო. მათ ერთობლივად გაიმარჯვეს, ითამაშეს ეფექტურად - შედეგი საკმაოდ განმაცვიფრებელია. არ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ბევრი ახსნა სჭირდება. ეს სპორტია, რომელიც პრობლემის გარეშე არ არსებობს. მარცხზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დამნაშავე - მწვრთნელია, მოთამაშეებიც, მაგრამ ისინი ხომ ადრე იმარჯვებდნენ. 

პირველი ტაიმის შემდეგ (0:2) სიტუაცია უკვე ძალიან რთული იყო, ჩვენ ვცდილობდით თამაშში დაბრუნებას, მაგრამ გოლი გავუშვით, შემდეგ კი მეოთხე. არა, პსჟ-მ არაფრით გაგვაკვირვა. ჩვენ მათ პრესინგზე მატჩის წინ ვსაუბრობდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ გავუმკლავდეთ. ბევრ ასპექტში დავმარცხდით. ფრანგებმა ისე ითამაშეს, როგორც ველოდით, გუნდმა თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. 

მაგრამ მე არ ვკარგავ იმედს - ჩვენ ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ. საკუთარ მოთამაშეებში ბოლომდე დარწმუნებული ვარ." - განაცხადა, ენრიკემ. 

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა - 8 მარტს ესპანეთში გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    turaaaaaa
    სტუმარი [?]
    #6 15 თებერვალი 2017 11:07
    0
    eg pasuxismgebloba tu gaiyvans barsas vnaxot shemdeg etapze ra unda eqna getyvi gomeshi ar shemoeyvana pirvel taimidanve rakrta daeyenebina davafshe shjobda reo iniestac daesvenebina nalubo sxva shemoeyvana
    barcamaria
    სტუმარი [?]
    #5 15 თებერვალი 2017 10:35
    0
    იმედი ყოველთვის ბოლოს კვდება.... ნებისმიერ სიტუაციაში.. მართალი ხარ ლუჩოო... რაქნას ამ კაცმაა. პასუხისმგებლობის გრძნობაა აქვს ფაქტია .. ახლაა ფეხბურთელებმა მხარი უნდა დაუჭირონნ...
    messi2002
    სტუმარი [?]
    #4 15 თებერვალი 2017 08:34
    0
    ციტატა: GigaBe
    სასტავს შენ გონიხარ ყველაფრის მიზეზი :დ მიდი ლუჩო <3

    Aba me var mizezii? Ddd
    jorjone444
    სტუმარი [?]
    #3 15 თებერვალი 2017 08:32
    0
    ეს ლუის ენრიკე პროგრამაში რო გყავთ და ამ კაცის წასვლაზე ოცნებობთ ერთი ეს გამაგებინეთ რაში ადანაშაულებთ? რაო გუნდს ეუბნევა რო გახვალთ არ ირბინოთო? 4-3-3 ვერ დახაზა დაფაზე? თუ დახაზა და ლომებმა ვერ გაიგეს რა დახაზა? გომეშის და ამ პატარა ახალბედა ბიჭების დედის გინებაში რო ათენ აღამებს აქ ხალხი იმას რატო ვერ ამჩნევთ ბუსკეტსი რომ მოედანზე დადის და სირბილიც ეგრეხება? პიკე რო უკვე პრეზიდენტივით გადაადგილდება მინდორზე? ნუთუ ვერავინ შენიშნეთ რო გუნდი 5 კაცით იცავს თავს და დანარჩნენი 6 როგორც თეატრში ისე უყურებს ამ სპექტაკლს?ესეც ენრიკემ უთხრა თქვენ დაცვას მიხედეთ იმათ არ ევალებათო? ლუის ენრიკემ უთხრა გადით და პირველს რო გაუშვებთ მეორეც გაუშვითო და ტემპი არ დამიგდოთ სანამ ოთხს არ გაუშვებთო? ან იქნებ იმაშია ლუის ენრიკე დამნაშავე რომ ასეთი სი..რი პრეზიდნეტი ყავს კლუბს და ყველა მხრიდან შეტევა მიდის ბარსაზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია თავისი მსაჯებით,უეფა,ფიფა და ყველგან ქვეწოლის რეჯიმშია ეს ჩვენი პატივცემული ბართოლმეუ.აქ ვატყობ ხალხს საგინებელი მიეცი და მესისაც უპრობლემოდ შეაგინებენ.პირადად მე მგონია რო პრობლემა ბევრად უფრო სიღრმისეულია ვიდრე ლუჩოს ყოფნა არ ყოფნა მთავარ მწვრთნელად და თუ ისე მოხდა რო ენრიკე გაუშვეს ვნახავთ რო შემდეგ მწვთნელს კიდევ მეტი პრობლემები შეექმნება შედეგის დადების თვალსაზრისით და ისე არ გაგვიხდეს საქმე ლუჩო რამ გაგვაშვებინაო იმის ვიძახდეთ.და კიდევ ერთი სანამ ეს ადმინისტრაცია იქნება არანაირი იმედი არ მაქვს რომ კლუბსაც და გუნდსაც სტაბილურობა ექნება.ეს ხალხი არის ბოროტმოქმედების ბანდა რომელმაც ყველაფერი გააკეთა ლაპორტას აშენებული იმპერიის დასანგრევად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 თებერვალი 2017 07:24
    0
    არაფრის შემცვლელო მწვრტნელი გასაშვები ხარ ყველამ იყიდა თქვენი ტაქტიკა. ახალი არაფერი არ გაუკეთებია რაც მოვიდა ერთი რაკიტიჩი იყიდა ნორმალური ტრანსფერი იმასაც აღარ ათამაშებს. ლა მასია საერთოდ დაივიწყა, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა, პსჟ-მ 3 ბავშვი დააყენა ყველამ აჯობა მილიონებ გადახდილ ხლამს გიმესებს და ა.შ. რად გვინდა არაფრის მომცემი ტრანსფერები ბავშვებში ლა მასიიდან ფულს მაინც არ ვიხდით
    GigaBe
    სტუმარი [?]
    #1 15 თებერვალი 2017 05:22
    0
    სასტავს შენ გონიხარ ყველაფრის მიზეზი :დ მიდი ლუჩო <3