გვარდიოლა: "ამ გზით უნდა ვიაროთ"

გვარდიოლა: "ამ გზით უნდა ვიაროთ"


"ბარსას" მწვრთნელმა განაცხადა: "გუნდმა მთელი ტურნირის განმავლობაში კარგად ითამაშა. მინდა მივულოცო ყველა ფეხბურთელს, რომელიც პრე–სეზონს "ბარსასთან" ერთად გადის".

პეპ გვარდიოლა ამაყია იმით, რომ მისმა გუნდმა აუდის თასი მოიგო: "გუნდმა ტურნირზე კარგად ითამაშა. მინდა მივულოცო ფეხბურთელებს. საჭიროა ამ გზით სიარული, რათა მთელი სეზონის განმავლობაში გავიმარჯვოთ" – თქვა პეპმა.

რაც შეეხება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს, ტიაგო ალკანტარას, გვარდიოლამ განაცხადა: "მან ძალიან კარგად ითამაშა და დიდი პოტენციალი აქვს". ამას გარდა მან იმ ფეხბურთელებს მიულოცა, რომლებიც პრე–სეზონს "ბარსასთან" ერთად გადიან: "უნდა მივულოცოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ყოველდღიურად გვეხმარებიან ვარჯიშებზე".

დასასრულდ პეპმა სორიანოს ტრავმაზე ისაუბრა: "იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება. ის ჩვენთან ერთად ამერიკულ ტურნეში უნდა წამოსულიყო, მაგრამ ახლა ბარსელონაში დაბრუნება მოუწევს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.