ვიტორ როკეს აგენტი: გაუგებარია, ჩავი მას რატომ არ ათამაშებს

ვიტორ როკეს აგენტი: გაუგებარია, ჩავი მას რატომ არ ათამაშებს

ვიტორ როკეს აგენტი, ანდრე კური, კატალონიის რადიოსთან საუბრისას, თავისი კლიენტის ვითარებას შეეხო:

ვიტორი გუნდს იჯარით არ დატოვებს. თუ ის წავა, ეს მხოლოდ პერმანენტული ტრანსფერით მოხდება. დეკუს უკვე ვესაუბრე, მისი განათხოვრება გამორიცხულია. იჯარამ, შესაძლოა, როკეს კარიერას საფრთხე შეუქმნას - წარმოიდგენეთ ისეთ კლუბში თამაში, რომელიც არ გფლობს და შენი განვითარებით დაინტერესებული არაა...

არავის ესმის, ჩავი მას რატომ არ ათამაშებს და რატომ არ ესაუბრება - ეს არასწორია. მწვრთნელი ფერმინს, კუბარსისა და ლამინს დროს აძლევს, მაგრამ არა ვიტორს - გაუგებარია, რატომ?

ჩავიმ თქვა, რომ როკეს თავდაჯერებულობის მოპოვება სჭირდება. მას ვეტყვი, რომ ფეხბურთელს თავდაჯერებულობის მოპოვებაში სწორედ მწვრთნელი უნდა დაეხმაროს და შანსები მისცეს. ვიტორი მენტალურად ძალიან ძლიერია, მაგრამ თავდაჯერებულობის მოპოვება რთულია, როცა არ გათამაშებენ.

ბარსას კარგი სეზონი არ აქვს. გუნდი ბევრ გოლს უშვებს და ეს ფეხბურთელისთვისაც ცუდია. ვიტორმა 300 წუთში 2 გოლი გაიტანა და ვიტყოდი, რომ თუ საშუალოდ ნათამაშებ დროს შევხედავთ, ის გუნდის ბომბარდირია. პსჟ-ს წინააღმდეგ გოლის გატანა გვჭირდებოდა და რატომ არ შემოიყვანა ჩავიმ როკე?

ფეხბურთელის მომავალს მალე განხივილავთ. ჩვენ ბარსა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ვიტორს ეს კლუბი უყვარს. სხვა შემოთავაზებებიც გვქონდა და ორჯერ მეტს გვიხდიდნენ. მაგრამ, თუ გამოსავალს ვერ ვიპოვით, სხვაგან გადავალთ.

ვიტორმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს და შესაძლებლობებს დაელოდოს, მაგრამ იყო ბევრი მატჩი, რომელშიც მისთვის შანსის მიცემა შეიძლებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. როკეს თავისი უნარების გამოვლენა ძალიან სურს. ბარსელონაში ბევრი ჟურნალისტი ალოგიკურ რაღაცებს ამბობს.

შეხედეთ, როგორ განვითარდა ვინისიუს ჟუნიორის კარიერა რეალ მადრიდში. მას ამ დონეზე ასასვლელად ორწელიწადნახევარი დასჭირდა. აქ, ბარსელონაში 2 თვეში ქაოსი შეიქმნა და ხალხს ვიტორ როკეს მოკვლა სურს, იმის ნაცვლად, რომ მას დაეხმარონ. დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილიელი დიდებული ფეხბურთელი გახდება. 

საუკეთესო ვარიანტი ბარსელონაში დარჩენაა, აქ ბედნიერები ვართ, მაგრამ თუ მას შანსს არ მისცემენ...

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ვიტორი გაურკვევლობაშია. ამჟამინდელი სიტუაცია მასზე ძალიან მოქმედებს და სახლშიც კი მოწყენილია. გარდა ამისა, ფეხბურთელის გარემოცვა ამბობს, რომ ჩავი მას არ ესაუბრება და ასეთ ვითარებაში პროგრესი წარმოუდგენელია. 

ამავე წყაროს ცნობით, სამწვრთნელო შტაბი ამას უარყოფს და ამბობს, რომ როკესთვის სპეციალური ვიდეო მოამზადეს, რომელშიც ასახულია, თუ რას ითხოვენ ბრაზილიელისგან. მათი თქმით, ჩავი ვიტორს შეცდომებზე ყოველთვის მიუთითებს და სავარჯიშო სესიებზე ყველაზე მეტად ამხნევებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #20 8 მაისი 2024 20:55
    0
    მართალია და სამართლიანად ითხოვს ჩავისგან პასუხს ეს კაცი, ლევანდოვკის რო აწურინებს 90 წუთს ამ ბავშვმა რა დააშავა.
    წევრი [?]
    #19 7 მაისი 2024 01:33
    0
    მისცემს შანს კარგი ნუ ატეხეფ ერთი ამბავი. ვინისიუს ერთი წელი საეთოდ არ ათამაშებდნენ ვენზემა ამბობდა ამაზ პასი აფ მიცეგ სისულელეებს აკეთევსო დზ წავიდა ბენზემა და ვნახეთ როგორ გამოანათა. ასე იქნებ ესეც ლევანა წავა და სასტავში დადგება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 7 მაისი 2024 01:01
    0
    ათიდან ჩავის როგორც მწვრთნელს დავუწერდი 4-.
    კიდევ ერთი უაზროდ დაკარგული სეზონი გველოდება წინ.
    ჩავი მაგარია, ნამდვილი კულეა ბარსას დეენემი აქვს.
    გულშემატკივარი [?]
    #17 6 მაისი 2024 21:52
    0
    უნდა ათამაშოს უეჭველი მაგას ვამბობ სულ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 6 მაისი 2024 16:15
    1
    " როკესთვის სპეციალური ვიდეო მოამზადეს, რომელშიც ასახულია, თუ რას ითხოვენ ბრაზილიელისგან"
    საინტერესოა რა ვიდეო მოუმზადეს მესის თამაში ხო არა? ან რაფინიას, ფელიშს, ან ტორესს ამ ვიდეოებს არ აყურებინებენ.

    ციტატა: Messi 10
    ნიკო უნდა მოვიდეს უეჭველი რა გუნდით ბიჭს რა სტატისტიკა აქვს ძაან ჩვენი სტილია და ძაან ნაჩუქარი ფასია რაც აქვს ამიტომ უეჭველი მოსაყვანია. რაც არ უნდა ვაქოთ რაფინია, ფერანები და ა.შ აშკარაა, რომ იამალს ვერ უქაჩავენ ვერც ხედვით, ვერც გონებით და ზუსტად ამიტომაა იამალი ცალკე თამაშობს დანარჩენი შეტევა ცალკე. ესპანეთის ნაკრების თამაშებს რასაც ვუყურე კიდე ძაან კარგი ქიმია აქვთ ნიკოს და ლამინს ერთმანეთთან და რაც მთავარია ახლაც ფაქტობრივად ჩვენი გასახდელის წევრია გავის,პედრის,იამალის,ბალდეს,ფორტის,კუბარსის უახლოესი მეგობარია და მეტ გუნდურობას და შეკრულობასაც შემოიტანს კლუბში.

    ხვიჩასთან ბოდიში მაგრამ ამ ეტაპზე ნიკო ჩვენთვის უკეთესია (ჩემი აზრით)

    100%
    წევრი [?]
    #15 6 მაისი 2024 14:30
    5
    გააგდეთ ეს ჩემისა, ამის ხელში ბარსა ვერ განვითარდება.
    Culé [?]
    #14 6 მაისი 2024 14:28
    6
    ამ ბიჭის ასე გაფუჭება მითუმეტეს იმხელა ფული გადაიხადეს ჩავის კისერზეა ... ძაან მაგარი ბიჭია ამას თუ არ ათამაშებ აბა ვის ?? ფერანს რა დროც ეძლევა ის დროც ამას უნდა მიეცეს ...
    წევრი [?]
    #13 6 მაისი 2024 14:18
    7
    ეს ჩავი რით არ წავიდა რატო რჩება ამის დებილი დედა ვატირე .... როკეს კიარა ვის არ აფუჭებს ეს დებილი... დარჩენილ თამაშებში ათამაშოს ამ ვირთხამ მართლა უდისციპლინო პინგვინი... ვინისიუსმა მართლა 2 წელი ადაპტაციაში ატარა და დღეს რაა კი ხედავთ
    ფანი [?]
    #12 6 მაისი 2024 13:39
    2
    ციტატა: walker599
    რა უკვირთ, ესპანელი თუ არ ხარ ჩავი გამარჯობას არ გეუბნება 🤷‍♂️ გაუხანგრძლივოს რობერტოს და დაუბრუნეთ ერიკ გარსია 🤦

    ესპანელი არა კატალანი! ესენი95% სეპარატისტი ნაბიჭ.რები არიან! ქედმაღალი ვირთხისშვილები! 9წელია ვცხოვრობ აქ და კარგად ვიცი
    გულშემატკივარი [?]
    #11 6 მაისი 2024 12:46
    6
    ჩავიმ არიცის სატრანსფერო პოლიტიკა🙃 ბაიბურში არაა ვინაა მოსაყვანი და ვინ წასასვლელი, დეკუ კიდე ცალკე *ლეა.
    ფანი [?]
    #10 6 მაისი 2024 12:11
    6
    ბაზარი არაა ვეთანხმები იმაში რო ბევრი თამაში იყო სადაც შეიძლებოდა როკე ეთამაშა და არ ათამაშა, მაგრამ ის რო გაიჯარებულ ფეხბურთელის განვითარება არ მოუნდება გუნდსო სისულელეა. არა ბიჯოს ტყუილად იხდიან მილიონებს იჯარაში რო არ ათამაშონ? გარსია ეგერ ჟირონაში განვითარდა. მეც არ მინდა როკე წავიდეს იჯარით, ამ ბიჭს პედრი ფრენკი გონდოსთან ერთად არ უთამაშია 10 წუთიც და რომეუ რობერტო და ფერანთან ერთად მესი ვერ მიიღებდა წესიერ პას გოლი რო შეეგდო.
    გულშემატკივარი [?]
    #9 6 მაისი 2024 12:08
    5
    რა უკვირთ, ესპანელი თუ არ ხარ ჩავი გამარჯობას არ გეუბნება 🤷‍♂️ გაუხანგრძლივოს რობერტოს და დაუბრუნეთ ერიკ გარსია 🤦
    Culé [?]
    #8 6 მაისი 2024 11:44
    10
    "მეტი ვიდრე კლუბი" ჩავიმ ამის მნიშვნელობა არ იცი ტიპი არც კი ელაპარაკება როკეს და ასეთ მწვრთნელს აქებთ და ადიდებთ რაც არ უნდა ცუდი მოთამაშე იყოს ახალგაზრდაა და მწვრთნელი უნდა ელაპარაკოს ჩავი არის ბოლო დონის <<ცენზურის დარღვევა>> და არაკაცი მოვსტყან მაგის საფეხბურთო მიღწევები ტიპი სრული არაკაცია
    გულშემატკივარი [?]
    #7 6 მაისი 2024 10:27
    3
    როკე წავა და ვინანებთ ამ ტალანტის დაკარგვას
    გულშემატკივარი [?]
    #6 6 მაისი 2024 09:26
    10
    საღოლ ჩავი, კიდე ორი-სამი სეზონი ვაცადოთ და იქნება ადაპტირდეს თავისით. შენ არ მიეხმარო კაცო, რა საჭიროა, თავისით იზამს ყველაფერს, ოღონდ სხვა კლუბში უკვე. აგერ ნახეთ, ამ ინტერვიუს გამო შეიძლება ბოლო თამაშებში მისცეს დრო, მაგრამ უხეიროდ ილაპარაკოს, აი ვაძლევ დროს და ჯერ კიდევ ვერ არის მოხოდილიო. კანეშნა წავა როკე, აბა ნახევარ სეზონში რო 300 წუთი გათამაშა, შემდეგ სეზონში შეიძლება ვაბშე არ ათამაშოს 😔
    გულშემატკივარი [?]
    #5 6 მაისი 2024 09:23
    3
    რა ტალანტია არადა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 მაისი 2024 08:12
    4
    გამო*ლევდა ჩავი და მაგის ბრალია
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #3 6 მაისი 2024 06:29
    9
    ნიკო უნდა მოვიდეს უეჭველი რა გუნდით ბიჭს რა სტატისტიკა აქვს ძაან ჩვენი სტილია და ძაან ნაჩუქარი ფასია რაც აქვს ამიტომ უეჭველი მოსაყვანია. რაც არ უნდა ვაქოთ რაფინია, ფერანები და ა.შ აშკარაა, რომ იამალს ვერ უქაჩავენ ვერც ხედვით, ვერც გონებით და ზუსტად ამიტომაა იამალი ცალკე თამაშობს დანარჩენი შეტევა ცალკე. ესპანეთის ნაკრების თამაშებს რასაც ვუყურე კიდე ძაან კარგი ქიმია აქვთ ნიკოს და ლამინს ერთმანეთთან და რაც მთავარია ახლაც ფაქტობრივად ჩვენი გასახდელის წევრია გავის,პედრის,იამალის,ბალდეს,ფორტის,კუბარსის უახლოესი მეგობარია და მეტ გუნდურობას და შეკრულობასაც შემოიტანს კლუბში.

    ხვიჩასთან ბოდიში მაგრამ ამ ეტაპზე ნიკო ჩვენთვის უკეთესია (ჩემი აზრით)
    Culé [?]
    #2 6 მაისი 2024 06:22
    8
    მართალია ეს კაცი, ბევრ თამაშში ხავი არ გამოუყვანა როკე, როცა შეიძლებოდა
    ახალბედა [?]
    #1 6 მაისი 2024 05:39
    9
    ეს რის გამო მოიყვანეს ვაბშე ან ათამაშონ ან გაუშვან ტყუილა 19 წლის არის 40 ლიმონი ტყუილად ხო არ გადაიხადეს ჩავის რავუთხარით სკამზე ალპობს დრო თუ არ მისცა როგორ იქნება ბარსას მომავალი ვიტორი არაა ცუდი ბიჭი არადა ხავის ხელში არვიცი…