მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მორიგი ტრავმა მიიღო
"ბარსელონას" გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ესპანეთის სუპერ თასის განაცხადიდან ამოვარდა.
"ბლაუგრანას" ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ 33 წლის კარის დარაჯმა ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო საუდის არაბეთი დატოვა და სამედიცინო გამოკვლევებისთვის ესპანეთში დაბრუნდა. ტერ შტეგენს სუპერ თასის განაცხადში "ბარსა ბ"-ს მეკარე დიეგო კოჩენი შეცვლის.
ტრავმების გამო ბოლო ორ სეზონში ტერ შტეგენმა მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჟოან გარსიას ტრანსფერისა და შესანიშნავი თამაშის შემდეგ კი "ბარსას" კარში გერმანელის ხილვის შანსები უფრო და უფრო მცირდება. ახალი ტრავმა "ბარსელონასთვის" ცუდი იმ მხრივაა, რომ კატალონიელებს გერმანელი კიპერის სხვა გუნდში იანვარში გაშვება გაუჭირდებათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]