ჟოაუ კანსელუ ბარსელონას ელოდება
უნივერსალი პორტუგალიელი ფეხბურთელი ჟოაუ კანსელუ, რომელიც "ინტერში" გადასვლასთან ახლოსაა, კვლავ "ბარსელონას" ელოდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ინტერი" კანსელუს "ალ ჰილალიდან" გადასაბირებლად უკვე მზადაა, თუმცა ტრანსფერს თავად ფეხბურთელი აფერხებს. 31 წლის პორტუგალიელს ძალიან უნდა "ბარსელონაში" დაბრუნება და ის კატალონიელებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით ჟოან ლაპორტა კანსელუს აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მუდმივ კონტაქტზეა, მაგრამ "ბარსელონას" ინტერესი ჯერ კონკრეტულ წინადადებამდე არ მისულა. ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიურ კლუბში ამ ტრანსფერის შესახებ ჯერ შიგნით თათბირობენ. განიხილება მხოლოდ ერთი ვარიანტი - ფეხბურთელის იჯარით აყვანა და მისი ხელფასის ნაწილის გადახდა.
იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" კანსელუს დაიმატებს, ჟიულ კუნდეს დაცვის ცენტრში თამაშის საშუალება მიეცემა. თუმცა კლუბში ჯერ ის უნდა გადაწყვიტონ, ფინანსური ფეარ ფლეის გათვალისწინებით მათ პორტუგალიელის დამატების საშუალება თუ აქვთ.
ჟოაუ კანსელუ "ბარსელონაში" 2023/24 წლების სეზონში იჯარის წესით თამაშობდა. მას შემდეგ ის არაბული "ალ ჰილალის" ღირსებას იცავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 10 ]