ლამინ იამალმა გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა
"ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა 2026 წლის პირველი ვარჯიში გამოტოვა, რისი მიზეზიც ოფიციალურ დონეზე უცნობია.
გუშინ იამალი "ბლაუგრანას" საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა, მაგრამ Sport-ის ცნობით მან ადგილი მალევე დატოვა.
"ბარსელონას" ოფიციალური კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია, თუმცა კატალონიური მედია იტყობინება, რომ საქმე მნიშვნელოვან დაზიანებასთან არ გვაქვს.
"ესპანიოლთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ "ბარსელონა" დღეს ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი იამალს ყურადღებით დააკვირდება და მის თამაშთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 9 ]