ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია გვადალახარასთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია გვადალახარასთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: სამშაბათი, 16 დეკემბერი, 23:55

ხვალ "ბარსელონა" ესპანეთს თასის 1/16-ფინალის ერთმატჩიან დაპირისპირებაში "გვადალახარას" ესტუმრება. ჰანსი ფლიკმა შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.

აშკარაა, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ მინდა ეს მოედანზე ვნახო. ჩვენი მაღალი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ.

მნიშვნელოვანია, მატჩს როგორ მივუდგებით და დავიწყებთ. ჩემთვის ეს თამაშის ფუნდამენტია. გასულ სეზონში "ბარბასტროს" დავუპირისპირდით და ვფიქრობ, იმ მატჩში ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ. ხვალ სწორედ ეს გვინდა.

ჟოან გარსია ხვალ დაისვენებს.

ტერ შტეგენი საოცარი მეკარეა. ვნახოთ, რა მოხდება. უკვე ვთქვი და აშკარაა, რომ ჟოან გარსია ჩვენი პირველი მეკარეა.

შჩესნის შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მასთან ერთად 3 ტიტული მოვიგეთ. მან ასევე კარგად, სტაბილურად ითამაშა გარსიას ტრავმის დროს. ჩემთვის ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც.

ჯერ არ გადაგვიწყვეტია, რომელი მეკარე ითამაშებს. ამას ხვალ გავაკეთებთ. შჩესნიც და ტერ შტეგენიც ფანტასტიკური მეკარეები არიან. ვნახოთ, რა მოხდება.

როტაციები? ხვალ გადავწყვეტთ. შესაძლოა, რაღაცები შევცვალოთ, მაგრამ მოგება გვინდა.

ლევანდოვსკი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება.

ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ბევრი რამ გავაუმჯობესეთ და გვინდა, განვითარება გავაგრძელოთ. ეს ყველაფერი პროცესია. გზის ბოლოში არ ვართ, წინ ნახევარი სეზონია და გაუმჯობესების დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ გვაქვს. გვსურს, თითოეულ თამაშში მოვუმატოთ.

ტერ შტეგენი უთამაშებლობის შემთხვევაშიც რჩება? ვფიქრობ, ეს მისი გადასაწყვეტია. მის სიტუაციაზე ვისაუბრეთ. მარკს პატივს ვცემს, რადგან ის საოცარი მეკარე და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია.

კასადო მარჯვენა მცველად? არა. ვფიქრობ, მისი ძლიერი მხარე ნახევარდაცვაა, იქნება ეს 6-იანის თუ 8-იანის პოზიცია.

ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა და ვფიქრობ, ეს შეგვიძლია, მაგრამ წინ გრძელი გზაა გასავლელი. კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 გუშინ, 19:59
    0
    მე მგონი შტეგენს დააყენებს და შეპირდება, თასზე ყველა მატჩს ფინალის ჩათვლით. და მერე გამოჩნდება მოუნდება თუ არა დარჩენა.
    წევრი [?]
    #7 გუშინ, 12:53
    0
    მეტი დავდაჯერებულობისთვის დღევანდელი თამაში დიდი ანგარიშითაა მოსაგები თორე მიეჩვივნენ რაღაც ერთ გოლიანი სხვაობით მოგებას ესენი
    წევრი [?]
    #6 გუშინ, 08:21
    0
    ბარსას გაყოდვაზე დაიწერა მუჰამედ ბინ სალმანი ყიდულობს და 10 მილიარდს იხდის ჭორია თუ სიმართლე? 🤔
    Culé [?]
    #5 გუშინ, 00:26
    0
    არადა საინტერესო იქნებოდა კასადო მარჯვნივ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Monday, 23:53
    3
    ციტატა: C.PC5
    რავი ჰანს შენს ადგილას კოჩენს დავაყენებდი, ეგ ბიჭი არ გვინახავს ძირითად გუნდში და რა შეუძლია მაინტერესებს, შტეგენის და შესნის ამბავი ისედაც გასაგებია ხოდა მაგ ბიჭს შანსი არ აწყენდა მემგონი. კასადოს მარჯვენა მცველობაზე რატო გაჩნდა კითხვა არ ვიცი მარა რომ დაგვჭირდეს რატომაც არა, დაცვაში მთლად ცუდი არაა ეგ ბიჭი

    კოჩენის გარდა სამი მეკარე გვყავს, რომლებსაც სათამაშო დრო სჭირდებათ. ახლა რომ აკადემიის ბავშვი ათამაშონ ტერ შტეგენის ნაცვლად არც სწორი იქნება და გერმანელისგანაც კაი დედის გინებას მიიღებს ყველა სამწვრთნელო შტაბში.
    გულშემატკივარი [?]
    #3 Monday, 22:33
    4
    ტერ შტეგენს მოეხაზა აშკარაა რომ აღარ ენდობიან
    Culé [?]
    #2 Monday, 21:59
    2
    არც რობერტო იყო მარჯვენა მცველი, მაგრამ გამოიყვანეს 😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Monday, 20:52
    3
    რავი ჰანს შენს ადგილას კოჩენს დავაყენებდი, ეგ ბიჭი არ გვინახავს ძირითად გუნდში და რა შეუძლია მაინტერესებს, შტეგენის და შესნის ამბავი ისედაც გასაგებია ხოდა მაგ ბიჭს შანსი არ აწყენდა მემგონი. კასადოს მარჯვენა მცველობაზე რატო გაჩნდა კითხვა არ ვიცი მარა რომ დაგვჭირდეს რატომაც არა, დაცვაში მთლად ცუდი არაა ეგ ბიჭი
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"