ჰანსი ფლიკის კომენტარი ოსასუნათან მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში (2-0) "ოსასუნას" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ვდომინირებდით და ვფიქრობ, დინამიურად ვთამაშობდით. პირველ ტაიმში ბურთს საჭირო დონეზე ვერ ვფლობდით,
თამაშის მეორე ნახევარი კი ბევრად უკეთესი იყო. ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება იყო.
"ლა მასიას" ვულოცავ. ეს მოთამაშეები ამტკიცებენ, რომ "ბარსას" აკადემია ფანტასტიკურია.
ვფიქრობ, კუბარსი ფანტასტიკურ დონეზეა. ეს მისი მესამე სეზონია. პაუ საოცარია.
პედრი ფანტასტიკური, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. რისი თქმა შემიძლია მასზე? ის აბსოლუტურად საოცარი მოთამაშეა.
რაფინია ყოველთვის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ერიკ გარსია უკანა ხაზში სტაბილურობის გარანტია. ის კვლავ შესანიშნავი იყო.
შჩესნის კუჭის პრობლემები ჰქონდა. დღეს ის სწორედ ამიტომ არ იყო.
ბურთის დაახლოებით 80%-იანი ფლობა გვქონდა. ზოგჯერ, როდესაც თამაშში დომინირებ, მეტოქე კონტრშეტევებს მიმართავს და თავის დაცვა ყოველთვის იოლი არაა, მაგრამ ამ კომპონენტში ძალიან კარგები ვიყავით.
ითამაშებს თუ არა ტერ შტეგენი ესპანეთის თასზე? ჯერ არ ვიცით, ამას ხვალ ან ორშაბათს გადავწყვეტთ. საკმარისი დრო გვაქვს. ახლა მთავარი მატჩისშემდგომი აღდგენაა, შემდეგ კი ვნახავთ, ვინ ითამაშებს სამშაბათს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 4 ]