ჰანსი ფლიკი ლევანტესთან მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში "ლევანტეს" სტუმრად დამარცხების, სეზონის პირველი ქამბექის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ვეცადეთ, გოლი პირველ ტაიმში გაგვეტანა, მაგრამ თამაშის მეორე ნახევარში ცოტათი შევიცვალეთ და ამან იმუშავა. პირველი გოლი ძალიან დაგვეხმარა, ქამბექისთვის თავდაჯერებულობა შეგვმატა.
"ლევანტეს" კონტრშეტევებისას თავის დაცვა იოლი არაა. მეორე ტაიმში ცოტათი შევიცვალეთ და თავდაჯერებულობა ბოლომდე შევინარჩუნეთ.
რა თქმა უნდა, ბრაზდები, როდესაც შენს წინააღმდეგ პენალტი ინიშნება. მსაჯმა VAR-ს მიმართა, თერთმეტემტრიანი დანიშნა და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოგებული 3 ქულაა.
დღეს რაღაცები იდეალურად არ წარიმართა, მაგრამ "ლევანტე" თამაშის სტილის გამო უნდა დავაფასოთ. საბოლოოდ, საქმე დაცვასა და შეტევაშია და 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ.
უნდა გვაანალიზო, რა მოხდა; შევისწავლო, როგორ გავუმჯობესდეთ. ამ სეზონში ჩვენი მიდგომა ასეთია.
ვფიქრობ, რაშფორდმა პირველ ტაიმში დახმარების პოტენციალი აჩვენა. მეორე ტაიმში რაღაცები უნდა შეგვეცვალა. რაფინია გარემარბად თამაშობდა და იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
მჯერა, რომ სწორი ცვლილებები გავაკეთეთ. როდესაც პირველი გოლი გავიტანეთ, ეს მატჩის სცენარის შეცვლაში დაგვეხმარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 32 ]