რონალდ არაუხო ისრაელში გაფრინდა
"ბარსელონას" ურუგვაელ ცენტრალურ მცველთან რონალდ არაუხოსთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.
აქტიურად იწერება, რომ 26 წლის უკანახაზელს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მან, შესაძლოა, "ბლაუგრანას" მაისურით აღარ ითამაშოს.
Sport-ის ინფორმაციით, არაუხო დღეს დილით ისრაელის ქალაქ თელ ავივში გაემგზავრა. ფეხბურთელი ისრაელის რელიგიას გაეცნობა და კულტურულ ძეგლებს მოინახულებს. რონალდი ცდილობს, სულიერად განიტვირთოს, ძალები აღიდგინოს და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდეს.
იმავე წყაროს ცნობებით, "ბარსელონა" არაუხოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კლუბს სჯერა, რომ ის საკუთარ თავში სრულად დარწმუნებული დაბრუნდება და მზად იქნება, თავისი საუკეთესო ფორმა კიდევ ერთხელ აჩვენოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]