რონალდ არაუხოს პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენაა

რონალდ არაუხოს პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენაა

"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი რონალდ არაუხო მხოლოდ კატალონიურ კლუბში დარჩენის ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაუხოს ინგლისიდან სერიოზული შემოთავაზებები აქვს, მაგრამ მას კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ბარსაში" უნდა.

იგივე წყარო იტყობინება, რომ რონალდს თავისი პირობები აქვს. ურუგვაელ ცენტრალურ მცველს სურს, რომ ფინანსურად თავი დაფასებულად იგრძნოს. ის ამჟამად "ბარსას" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. არაუხოს მხოლოდ ის უნდა, რომ ხელფასი მისი პერფორმანსის შესაბამისი იყოს.

არაუხოს გარემოცვას კონტრაქტის გახანგრძლივება რამდენიმე კვირის წინ სურდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობის გამო მოცდა გახდა საჭირო. 22 წლის ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კლუბს უკვე აცნობეს, რომ მათი აბსოლუტური პრიორიტეტი დარჩენაა.

არაუხოსთან მოლაპარაკებები, რომელსაც "ბლაუგრანას" ყოფილი სპორტული დირექტორი რამონ პლანესი უძღვებოდა, რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა, კლუბის სხვა უფრო საჩქარო საკითხების გამო გადაიდო. მოლაპარაკებები ბოლო დღეებში განახლდა და იმედია, ამ თვეშივე დასრულდება.

რონალდ არაუხოს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება. "ბარსელონამ" მალე უნდა იმოქმედოს, რადგან "ჩელსი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არიან, ურუგვაელის მოთხოვნებს უყოყმანოდ დათანხმდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 16 იანვარი 2022 00:50
    0
    ეგრეც უნდა იყოს
    Culé [?]
    #6 15 იანვარი 2022 18:29
    1
    გოათი გუარდიოლას მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება :დ barca-2 barca-5
    --------------------
    21 საუკუნე, პიკე 37 ტიტული > რეალი 29 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    ფანი [?]
    #5 15 იანვარი 2022 18:15
    1
    ჰალანდი რეებს აკეთებს მოედანზე :) სასწრაფოდ მოსაყვანია, ვიდრე აგვახევენ :) გაყარონ ს.რობერტო, უმტიტი, ლენგლე, დემბელე და კი გამონთავისუფლდება ჰალანდის ფულიც და ხელფასიც :)
    Culé [?]
    #4 15 იანვარი 2022 18:08
    1
    ეს ბარსაში დარჩება და ძალიან კარგი შეთავაზებაც გაუკეთებია, საკუთარი თამაშის მიხედვით უნა უხადონ ყველას ხელფასი და ეგ იქნება სამართლიანი, იღონს მესის რომ 70 მილიონზე მეტს უხდიდნენ ეგ აღარასდროს არ უნდა განმეორდეს რა დონის ფეხბურთელიც არ უნდა გვყავდეს , 20 უნდა იყოს მაქსიმალური რის ზემოთაც აღარ გაზრდიან, თამაშის მიღედვით რომ ჰქონოდა აქ ყველას ხელფასი ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით, მაგრამ ბართომეო ისეთი ნაბი@ვარი იყო რომ 20 მილიონზე მეტს უხდიდა უმტიტის და სლემბელეს
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 იანვარი 2022 18:05
    0
    და ვინ უშვებს ამას რო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 15 იანვარი 2022 18:04
    5
    ვიღაც მძრევე*ებს რო უხანგრძლივებთ კონტრაქტებს და იმხელა ხელფასებს აძლევთ. კაცი სულს და გულს ტოვებს მოედანზე და რაც მთავარია ყველაფერს საუკეთესო დონეზე ასრულებს და ამაზე ყოყმანობენ.
    --------------------
    NJR ❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 იანვარი 2022 17:48
    0
    ეხლა ამის საქმე გაიწელება კიდევ, ეს ტურები კიდევ მზად არიან დრო იხელთონ და გადაიბირონ. სად ნახავენ ასეთ ახალგაზრდას ამ დონეზე მოთამაშეს. მოკლედ უნდა დაჩქარდეს ამის საქმე.