ბეტისი-ბარსელონა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბეტისი-ბარსელონა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

  • თამაშის დრო: შაბათი, 6 დეკემბერი, 21:30

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში "ბეტისთან" სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფერმინი ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა, მაგრამ ის სასტარტოში არ იქნება. მან, შესაძლოა, რამდენიმე წუთი ითამაშოს.

ჩემი გუნდის მჯერა. ვხედავ, რომ მოვუმატეთ. როდესაც პოზიციურად სწორად ვართ განლაგებულნი და გუნდურად ვთამაშობთ, ყველაფერი მუშაობს. სწორედ ეს მინდა.

ერიკ გარსია კონტრაქტის გახანგრძლივებას იმსახურებს. ის გასახდელში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ხვალ დე იონგიც ბრუნდება. მას გრიპი ჰქონდა. ფრენკი სასტარტოში სათამაშოდ სრულად მზადაა.

მარტინი ძალიან დისციპლინირებულია. იცი, რას გმატებს ჟერარი, როდესაც ის მოედანზეა.

მე მწვრთნელი ვარ და მხოლოდ 11 მოთამაშის არჩევა შემიძლია. ბუნებრივია, ზოგიერთი იმედგაცრუებულია, რომ არ თამაშობს. როდესაც იმედგაცრუებული ხარ, მაქსიმუმს ვერ აკეთებ. ვცდილობ, ყველასთან ვისაუბრო და შევახსენო, რომ საკუთარი თავით ისიამოვნონ - ფეხბურთელობა საოცარი რამ არის.

რაფინია? ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. რაფა ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის იწყებს პრესინგის დინამიკას, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე.

ფეხბურთელების შეტევით და დაცვით როლებზე ხალხი ყოველთვის საუბრობს. "ატლეტიკოს" მსგავის გუნდისგან ზეწოლა ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა.

იამალმა დაცვაში ძალიან მოუმატა, ასევე შეტევაში. მისი დონე ფანტასტიკურია. ლამინის თამაშის ყურება მომწონს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად გაუმჯობესებას ცდილობს; რომელსაც ყოველთვის სურს წინსვლა და დაჯაბნოს მეტოქე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 საათის წინ
    0
    ციტატა: PUIOL5
    ფერმინი და დეიონგი არ გააკარო ძირითადს.

    დე იონგზე უკეთესი ვინ გვყავს საყრდენ ზონაში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 დღეს, 02:59
    0
    გაგვიჭირდება ხვალ. რა დროს დაიმტვრა ოლმო?! ადრე მის დანაკლისს არ ვდარდობდი, მაგრამ ახლა ფორმაში შევიდა და გოლებიც გაჰქონდა.
    ფანი [?]
    #1 დღეს, 00:39
    0
    ფერმინი და დეიონგი არ გააკარო ძირითადს.