ჰანსი ფლიკის კომენტარი ჩელსისთან თამაშის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" სტუმრად წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
პირველი გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ამის შემდეგ ბურთს იოლად ვკარგავდით. ეს უნდა გავაანალიზოთ.
10 კაცით თამაში დიდი ხანი მოგვიწია. "ჩელსი" ბურთით ძალიან კარგი გუნდია.
ამ მარცხს უნდა შევეგუოთ, მაგრამ პოზიტიურად ვიფიქროთ. მომდევნო მატჩების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
დადებითი მხარეებიც დავინახე. უარყოფითი ასპექტები უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ. სწორედ ამაზე ვიმუშავებთ.
მიხარია, რომ რაფინია და რაშფორდი დაბრუნდნენ.
არაუხომ პირველი ყვითელი ბარათი პროტესტის გამო მიიღო. მან ეს ხელახლა უნდა ნახოს. რაც შეეხება მეორე გაფრთხილებას, ასეთი რამ ფეხბურთში ხდება.
ზოგიერთ სიტუაციაში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ. ჩემს გუნდში დინამიზმი მინდა.
გპირდებით, რომ სხვა "ბარსელონას" ვიხილავთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 6 ]