ჰანსი ფლიკის კომენტარი პსჟ-თან თამაშის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "პარი სენ-ჟერმენთან" მარცხის (1-2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
პირველი 30-35 წუთის შემდეგ მატჩს "პარი სენ-ჟერმენი" აკონტროლებდა. მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავით.
ვერ ვიტყვი, რომ პსჟ-ის დონეზე ვართ.
ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ასეთი გუნდების წინააღმდეგ უკეთ უნდა ვითამაშოთ. ეს თამაში სამომავლოდ ძალიან დაგვეხმარება.
მთელმა გუნდმა ერთად უნდა შეუტიოს და თავი ერთად დაიცვას, თამაშში ყველა ფეხბურთელი ჩართული უნდა იყოს. პსჟ-ში ყველამ იცის, როგორ გამოიყენოს სივრცე.
პსჟ-მა მოგება დაიმსახურა. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ.
ვფიქრობ, პედრიმ და დე იონგმა ბევრი ითამაშეს. მათ დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მთავარი გუნდია.
მეორე ყვითელი ბარათი მენდეშისთვის? არ ვიცით, ეს რამეს შეცვლიდა თუ არა. მეოთხე მსაჯისგან მივიღე ინფორმაცია, რომ რუისის ჯარიმა იყო. ეს მომენტი კარგად ვერ დავინახე, მაგრამ ასე მითხრეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]