ოფიციალურად: ვილიარეალთან მატჩი ამერიკაში გაიმართება
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონა" 2025 წლის ბოლო შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩი, "ვილიარეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება, აშშ-ში, კერძოდ, მაიამიში 20 დეკემბერს "ჰარდ როკ სთედიუმზე" გაიმართება.
ცოტა ხნის წინ UEFA-მ ლა ლიგას თამაშის ამერიკაში ჩატარების ნება დართო, ახლა კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]