UEFA თანახმაა: ვილიარეალი-ბარსელონა აშშ-ში გაიმართება
საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია UEFA-მ ესპანურ ლა ლიგას "ვილიარეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირების ქვეყნის ფარგლებს მიღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარების ნება დართო.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ბარსა" "ვილიარეალს" თავდაპირველად "სერამიკაზე" სტუმრად უნდა შეხვედროდა, თუმცა, ბოლო ცნობებით, თამაში აშშ-ში, კერძოდ, მაიამიში გაიმართება.
UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა დაადასტურა, რომ "ვილიარეალი"-"ბარსელონა" და "კომო"-"მილანი" უცხოეთში გაიმართება, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ თამაშების საზღვარგარეთ ჩატარების მკაცრი წინააღმდეგია.
შიდა ჩემპიონატების მატჩები საკუთარ მიწაზე უნდა გაიმართოს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი შეურაცხყოფს ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც თამაშებზე დადიან და პოტენციურად ჩემპიონატებში უსახურ ელემენტებს შეიტანს. ჩვენი კონსულტაციების შედეგად ამ შეშფოთების ფართო მასშტაბები დადასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ამ ორი თამაშის ქვეყნის გარეთ ჩატარების ნებართვა გავეცით, ეს გადაწყვეტილება გამონაკლისია და პრეცედენტად არ უნდა ჩაითვალოს. ჩვენი პოზიცია აშკარაა: ეროვნული ჩემპიონატების მთლიანობის დაცვა და ფეხბურთის საკუთარ გარემოში დარჩენის უზრუნველყოფა.
- ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]