ჩავი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს

ჩავი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს

"მანჩესტერ იუნაიტედი", შესაძლოა, მალე ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში აღმოჩნდეს და ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი ჩავი ერნანდესი, რომელიც უკვე წელზე მეტია, უმუშევარია.

ჩავი "ბარსელონადან" 2023/24 წლების სეზონის ბოლოს დაითხოვეს, რათა მის ადგილზე ჰანსი ფლიკი მოეყვანათ. გათავისუფლებისთანავე მან განაცხადა, რომ ერთწლიანი პაუზის აღებას აპირებდა. მხოლოდ მიმდინარე ზაფხულიდან დაიწყო წინადადებების განხილვა, თუმცა ჯერ მისთვის შესაფერისი ვარიანტი არ გამოჩენილა.

ეს, შესაძლოა, მალე შეიცვალოს, რადგან რუბენ ამორიმზე ზეწოლა "იუნაიტედში" სულ უფრო იზრდება. როგორც ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, ჩავი განსაკუთრებით დაინტერესებულია "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობით.

"ჩავი სწავლობს პრემიერ ლიგას. იგი აკვირდება პრემიერ ლიგას და დაუყოვნებლივ წავიდოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" - თუნდაც ევროპული ტურნირების გარეშე. "წითელ ეშმაკებში" დასაქმების სურვილი ძალიან ძლიერია."

ჩავი ერნანდესი

ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამორიმს, რომელიც პოსტზე ერთი წელიც არ გამხდარა რაცაა, თუმცა თუ კლუბმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, ჩავი მზად იქნება დაუყოვნებლივ ჩაერთოს საქმეში, ეს იქნება მისი მესამე სამწვრთნელო გამოცდილება "ალ სადისa" და "ბარსელონას" შემდეგ. მისთვის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა იდეალური ნაბიჯი იქნებოდა კარიერის შემდეგ ეტაპზე.

ახლო აღმოსავლეთში დაბრუნებაც შესაძლებელია

ამავდროულად, ჩავი სხვა ვარიანტსაც განიხილავს. გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის "ალ იტიჰადი" მას კანდიდატად განიხილავს ლორან ბლანის გათავისუფლების შემდეგ. ამ პოსტისთვის კონკურენტად მოიაზრება "მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერჯიო კონსეისაო, რის გამოც ეს ამ მომენტისთვის ორსუბიექტიანი ბრძოლაა.

ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაბრუნდება ჩავი სამწვრთნელო საქმიანობაში. მისი მომავალი არჩევანი უდავოდ დიდი ინტერესის საგანი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 სექტემბერი 2025 19:48
    0
    არაა მანჩესტერი ამის კალიბრი, წავიდეს ისევ არაბებში უფრო დაუფასებენ. მანჩესტერში დიდი ლუპის ქვეშ ეყოლებათ და ტყუილად შეირცხვენს თავს.
    ახალბედა [?]
    #6 30 სექტემბერი 2025 17:02
    0
    იმედია არ ჩსიბარებს მან. იუნაიტედს
    გულშემატკივარი [?]
    #5 30 სექტემბერი 2025 12:07
    0
    საკმაოდ საინტერესო ვარიანტია და ჩემი აზრით ფეხზეც დააყენებს მაგ გუნდს
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო
    Culé [?]
    #4 30 სექტემბერი 2025 10:55
    4
    კიდევ უფრო გაიბანძებს თავს. მანჩესტერს ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს უშველის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 სექტემბერი 2025 10:09
    3
    არ გინდა კაცურად მანდ ვერავინ გაიხარა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 სექტემბერი 2025 09:28
    0
    საინტერესოა 🤔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 სექტემბერი 2025 08:47
    3
    ესღა აკლდა საწყალ მანჩესტერს