სონგი, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ვიხილოთ

სონგი, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ვიხილოთ

ინგლისური კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს, რომ კატალონიის "ბარსელონას" ჩამშლელი ნახევარმცველი კამერუნელი ალექსანდრ სონგი შეიძინოს.

კატალონიის "ბარსელონასა" და კამერუნის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ალექს სონგი გეგმავს, რომ მიმდინარე სეზონის დასასრულს კატალონიური კლუბი დატოვას. მას უფრო მეტი სათამაშო დრო სურს.

ალექს სონგის აგენტმა დერენ დეინმა უკვე დაიწყო იმ კლუბების ძიება, რომელთაც შესაძლოა კამერუნელი ნახევარმცველი შეიძინონ. ამ ტრანსფერის ერთ-ერთ პრიორიტეტ კლუბად "მანჩესტერ იუნაიტედს" განიხილავენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" არ დაკავშირებია და უცნობია სონგის შესაძლო სატრანსფერო ღირებულება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.