The Guardian: იუნაიტედი ერნესტო ვალვერდეს დაუკავშირდა

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.
The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" 57 წლის სპეციალისტს დაუკავშირდა. "წითელი ეშმაკები" მას დროებითი მთავარი მწვრთნელის როლზე განიხილავენ. ვალვერდეს "იუნაიტედში" მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხილავთ, თუ მუდმივი მწვრთნელის მოძებნა ვერ მოხერხდება (ამ პოზიციაზე მაურისიო პოჩეტინოსა და ბრენდან როჯერსის კანდიდატურები განიხილება).
"ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, ვალვერდეს სამწვრთნელო საქმიანობა არ გაუგრძელებია. მან კატალონიურ კლუბთან ერთად 4 ტიტული მოიგო (2 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]