მარკ ბერნალი ვალენსიასთან მატჩის განაცხადში მოხვდება
- თამაშის დრო: კვირა, 14 სექტემბერი, 23:00
"ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი მარკ ბერნალი მძიმე ტრავმისა და ერთწლიანი უქმობის შემდეგ ბრუნდება. ივარაუდება, რომ 18 წლის ფეხბურთელი "ვალენსიასთან" მატჩისთვის თამაშის ნებართვას მიიღებს და შეხვედრის განაცხადში მოხვდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციის თანახმად, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გეგმავს, ბერნალი ტრავმის მორჩენის შემდეგ განაცხადში პირველად დაასახელოს.
ბერანლმა გასული წლის 27 აგვისტოს "რაიო ვალიეკანოსთან" სტუმრად გამართულ მატჩში (1-2) ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მას შემდეგ მარკი უთამაშებელია.
წყაროს ცნობებით, ბერნალი დაბრუნებას უკვე დიდი ხანია მოუთმენლად ელის. მას ჟოან გამპერის თასზე 10 აგვისტოს "კომოსთან" გამართულ დაპირისპირებაში მონაწილეობა უნდოდა, მაგრამ ჰანსი ფლიკმა ფეხბურთელს მოცდა ურჩია და შემდეგი სიტყვებით მიმართა: "მინდა, 15 წელი ითამაშო და არა ერთი თამაში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]