ბარსელონა ერიკ გარსიასთან მოლაპარაკებებს იწყებს
"ბარსელონამ" გუნდის უნივერსალ მცველთან ერიკ გარსიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თავად ესპანელი ფეხბურთელი ადასტურებს.
გარსიას მოქმედი კონტრაქტის ვადა მომდევნო წლის ივნისში იწურება. "ბარსას" სურს, 24 წლის მოთამაშესთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.
კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დავიწყეთ.
კაპიტნობა? ვინ იცის, შევძლებ თუ არა, მომავალში კაპიტნობის კანდიდატი ვიყო.
თავს კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც დაცვის ფლანგზე და იამალათან ვთამაშობ. ის ყოველთვის მეხმარება.
- განაცხადა გარსიამ Jijantes-თან საუბრისას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]