შემიძლია, უკეთესი ვიყო - ლამინ იამალი
"ბარსელონას" 18 წლის ვარსკვლავმა ლამინ იამალმა "რაიო ვალიეკანოსთან" მატჩის (1-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და საკუთარი თავი გააკრიტიკა.
შემიძლია, უკეთესი ვიყო. საუკეთესო ფორმაში არ ვარ. სტატისტიკა ძალიან კარგი მაქვს, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. მინდა, მოედანზე თავი უკეთ ვიგრძნო.
"რაიოსთან" სტუმრად თამაში რთულია. ინტენსივობა გვაკლდა, ისევე, როგორც საწყის მატჩებში. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ იმავე ინტენსივობით ვითამაშოთ, როგორც ამას გასულ სეზონში ვაკეთებდით.
- ციტირებს იამალის სიტყვებს Mundo Deportivo.
ცნობისთვის, იამალმა ლა ლიგის პირველ 3 თამაშში 3 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]