დავიდ ვილიამ მეოთხედ მოიპოვა ”კინის” თასი

დავიდ ვილიამ მეოთხედ მოიპოვა ”კინის” თასი


”ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ გუშინ ”ენრიკი კასტრო, კინის” თასი მიიღო ხიხონის ”სპორტინგის” ფეხბურთის ფედერაციისგან. თასი ყოველწლიურად საუკეთესო ასტურიელ თავდამსხმელს გადაეცემა და ვილია ამ ტიტულს ზედიზედ მეოთხედ იღებს.

ჩემთვის დიდი პატივია ამ თასის კვლავ მოპოვება. კინი იყო საუკეთესო თავდამსხმელი, რომელიც ასტურიაში დაიბადა” - განაცხადა ვილიამ, რომელიც პირველად დაესწრო დაჯილდოვების ცერემონიას. თასი მას გადასცეს თავად ენრიკე კასტრომ და ასტურიის პრეზიდენტმა, ვისენტე ალვარეს არესესმა. სამადლობელი სიტყვის თქმისას ვილიამ გამოთქვა სურვილი, რომ ეს თასი კიდევ არაერთხელ მოიგოს.

კინიმ დავიდს სთხოვა ”არ გაუტანოს გოლები ”სპორტინგს”, გუნდს, რომლის კანტერაშიც გაიზარდა”. ასტურიის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ”ვილია სათანადო მემკვიდრეა კინის და სამაგალითოა ყველა ასტურიელისთვის, რადგან ყოველთვის ამაყობს საკუთარი სამშობლოთი”.

შეგახსენებთ, რომ ვილიამ გასულ სეზონში 23 გოლი გაიტანა. 18 გოლი მან პრიმერა დივიზიონში გაიტანა, 4 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 სამეფო თასზე.

თავად ენრიკე კასტროს ”პიჩიჩის” ტიტული ზედიზედ 7-ჯერ აქვს მოპოვებული, რაც ესპანეთის რეკორდია. 5-ჯერ ეს ტიტული მან ”სპორტინგში” ასპარეზობის დროს მოიგო, ხოლო 2-ჯერ ”ბარსელონაში” თამაშისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.