ჰანსი ფლიკი ნოა დარვიხის ბარსელონაში დარჩენის მომხრეა

ჰანსი ფლიკი ნოა დარვიხის ბარსელონაში დარჩენის მომხრეა

18 წლის ნოა დარვიხის მომავალი "ბარსელონაში" გაურკვეველია. ახალგაზრდული გუნდის, "ბარსა ატლეტიკის", სეგუნდა ფედერასიონში დაქვეითების შემდეგ, დარვიხი რთული არჩევანის წინაშეა - მიიღოს გერმანული კლუბების შემოთავაზებები, მათ შორის, "შტუტგარტისა" და "ბაიერისგან", ან დარჩეს "ბარსელონაში", სადაც მთავარი გუნდის შემადგენლობაში ადგილი ჯერ კიდევ გარანტირებული არ აქვს, მიუხედავად ჰანსი ფლიკის მხრიდან გამოხატული ინტერესისა.

გერმანელი ნახევარმცველი რამდენიმე კლუბის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. "შტუტგარტი", ლევერკუზენის "ბაიერი" და "მანჩესტერ სიტიც" კი ინტერესდებიან მისი გადაბირებით. დარვიხმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წელს გააფორმა - 3-წლიანი ხელშეკრულება + 2 წლით გაგრძელების ვარიანტით, რაც უეფას რეგულაციითაა გათვალისწინებული 18 წლამდე ფეხბურთელებისთვის. მისი კონტრაქტი 1 მილიარდი ევროს გამოსასყიდ პუნქტს მოიცავს. ამ ეტაპზე დარვიხი ყურადღებას U-19-ის ევროპის ჩემპიონატზე ამახვილებს.

წინა მწვრთნელების, ალბერტ სანჩესისა და სერჟი მილას დროს, დარვიხს შანსი იშვიათად ეძლეოდა, თუმცა ჰანსი ფლიკმა მასზე ღიად გამოთქვა ინტერესი. გერმანელმა სპეციალისტმა დარვიხი ლა ლიგის მატჩებისთვის, "სელტასა" და "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ, მთავარ გუნდში გამოიძახა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს მოედანზე დებიუტი არ ჰქონია. კლუბის სანდო წყაროებმა Mundo Deportivo-ს აცნობეს, რომ ფლიკი აფასებს დარვიხის პოტენციალს, თუმცა აღნიშნავს, რომ "ბარსელონას" ნახევარდაცვაში კონკურენცია ძალიან მაღალია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 10 ივნისი 2025 23:20
    0
    ცენტრში ეს კიარა ტორე ვერ იღებს დროს, ალბათ ამას გაუშვებენ იჯარით.
    Culé [?]
    #8 10 ივნისი 2025 16:48
    0
    გავაიჯაროთ
    ფანი [?]
    #7 10 ივნისი 2025 16:22
    0
    იჯარა ყველაზე კარგი ვარიანტია განვითარებისთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 ივნისი 2025 15:51
    2
    რა თქმა უნდა, აბა ფლიკი ტყუილად არ დაატოვებინებდა. ვინმეს ეგონა რო ან რაფინია არ ტორესი გინდაც გარსია როდისმე ათამაშდებოდნენ?
    წევრი [?]
    #5 10 ივნისი 2025 15:13
    0
    ახლა ნახევარ დაცვაში ისეთი ამბავია, ნაკლებად სავარაუდოა დრო მიეცეს.
    მოსამზადებელ ეტაპს თუ გაივლის მანდ გამოჩნდება, მაგრამ მაინც მგონია იჯარა აჯობებს,სადმე გერმანიაში
    სადაც დრო ექნება. პოტრნციალი მაღალი აქ,არ უნდა დაალპონ ქვედა დივიზიონში
    ფანი [?]
    #4 10 ივნისი 2025 13:11
    2
    ციტატა: Lasha Mamuladze
    ციტატა: Visca barca
    აუცილებლად უნდა დარჩეს ეს ბიჭი

    უნდა დარჩეს იმ შემთხვევაში თუ ათამაშებენ რაღაც წუთებს, სხვა შემთხვევაში წავიდეს ჯობია, რეალ მადრიდი ხოარ ვართ ტალანტები გვყავდეს და არ ვიყენებდეთ, ეხლა იწყებს კარიერას წესივრად და აუცილებლად თუ განვითარდება უკეთესად წავიდეს ითამაშოს პრაქტიკა მიიღოს და თუ გადარია მსოფლიო ისევ მოიყვანონ, მივესალმები რომელიმე გერმანულ კლუბში იჯარით თუ გაუშვებენ…არ შეილება ესე სკამზე გყავდეს პერსპექტიული ფეხბურთელი და ქომაგივით თამაშებს აყურებინო…

    კი მართალია თუ სათამაშო დროს არ მისცემენ იჯარით უნდა გაუშვან სადმე მაგრამ არ უნდა გაყიდონ ჩემი აზრით
    გულშემატკივარი [?]
    #3 10 ივნისი 2025 12:51
    2
    ციტატა: Visca barca
    აუცილებლად უნდა დარჩეს ეს ბიჭი

    უნდა დარჩეს იმ შემთხვევაში თუ ათამაშებენ რაღაც წუთებს, სხვა შემთხვევაში წავიდეს ჯობია, რეალ მადრიდი ხოარ ვართ ტალანტები გვყავდეს და არ ვიყენებდეთ, ეხლა იწყებს კარიერას წესივრად და აუცილებლად თუ განვითარდება უკეთესად წავიდეს ითამაშოს პრაქტიკა მიიღოს და თუ გადარია მსოფლიო ისევ მოიყვანონ, მივესალმები რომელიმე გერმანულ კლუბში იჯარით თუ გაუშვებენ…არ შეილება ესე სკამზე გყავდეს პერსპექტიული ფეხბურთელი და ქომაგივით თამაშებს აყურებინო…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ივნისი 2025 11:06
    1
    ეს ბიჭი ძაან დიდი იმედებით მოიყვანეს თავის დროზე და ან რატო არ აძლევდნენ ატლეტიკში შანსს და ან პირველ გუნდში რომ მეტჯერ გამოეძახებინა ფლიკს რატო არ მოაგონდა? ტორე გაიყიდება დიდი ალბათობით და ამოწიონ, მიიღებს თავის შანსებს და ვნახოთ რას წარმოადგენს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 10 ივნისი 2025 09:36
    3
    აუცილებლად უნდა დარჩეს ეს ბიჭი