ჰანსი ფლიკმა ინტერის წინააღმდეგ დაცვის ოთხეული თითქმის შეარჩია
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება - გუნდს რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა, მაგრამ ხვალ, ინტერთან გასვლაზე თამაში სასტარტოს ორი მცველის გარეშე მოუწევს.
ალეხანდრო ბალდემ მომჯობინება ვერ მოასწრო. ასევე, ტრავმირებულია ჟიულ კუნდეც, რომელიც ინტერთან პირველ შეხვედრაში დაშავდა.
ხავი მიგელის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი “ნერაძურის” წინააღმდეგ ასეთ დაცვის ხაზს დააყენებს: ცენტრს პაუ კუბარსი და რონალდ არაუხო გაამაგრებენ, მარჯვენა მცველად ერიკ გარსია დადგება, მარცხნივ კი ინიგო მარტინესი იქნება.
ამასთან, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იტალიურ გუნდს ლაუტარო მარტინესი და ბენჟამენ პავარი დაუბრუნდნენ, რაც ასევე ცუდი ამბავია.
ბარსელონაში გამართული დაპირისპირება 3-3 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი სტარტს ხვალ, 23:00 საათზე აიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 49 ]