რაფინია: არასდროს დავნებდებით
"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტვემა რაფინიამ "სელტასთან" გამართული შთამბეჭდავი მატჩის (4-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ყოველთვის ვამბობ, რომ, თუ ყველაფრის მოგება გვინდა, არასდროს უნდა დავნებდეთ.
ყველაფრისთვის ვიბრძვით. რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს დავნებდებით. ვფიქრობ, დღეს გუნდის ხასიათი ვაჩვენეთ.
თამაშში რაღაცების შესაცვლელად ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.
არ ვფიქრობ, რომ მატჩის გმირი მე ვიყავი. ამ სიტყვებს გუნდი იმსახურებს.
ჩემი გოლები გუნდის კარგი თამაშის დამსახურებაა.
ოლმოზე ვარდნა რომ დავინახე, ვიცოდი, რომ პენალტი იქნებოდა, ჩემთვის ეს ძალიან აშკარა იყო... იმ მომენტიდან დავიწყე დარტყმაზე ფოკუსირება.
როდესაც ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე დავდე, კიდევ უფრო ვკონცენტრირდი... სხვა არაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ გოლის გატანაზე ვიყავი ფოკუსირებული. ამ მაისურის ტარება ნიშნავს, რომ ასეთი მომენტებისთვის მზად უნდა იყო.
გულშემატკივრებისთვის ეს დაძაბული მომენტებია, მაგრამ ჩვენ, ვინც მოედანზე ვართ, მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ, რათა გუნდს დავეხმაროთ.
ამ გუნდში 50 გოლის გატანა 3 წელზე ნაკლებ დროში ჩემთვის რაღაც ძალიან განსაკუთრებულია. ოცნებებშიც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამის რეალურად გაკეთება განსაკუთრებულია (იცინის).
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავს. გაუმჯობესებას გავაგრძელებ, რათა უფრო მეტი გოლის გატანა შევძლო.
რაფინია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალეა. მის აქტივში 48 შეხვედრაში 30 გოლი და 23 ასისტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]