მინდა, ფეხბურთში ჩემი კვალი დავტოვო - ლამინ იამალი
"ბარსელონას" ესპანელმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა France Football-თან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
მინდა, ფეხბურთში ჩემი კვალი დავტოვო.
17 წლის ასაკში "ოქროს ბურთის" 30 ფინალისტს შორის ყოფნა და კოპას ჯილდოს მთავარი კანდიდატობა ოცნებაა. ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, ვინც ამას მიაღწია და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრებში რეკორდების მოხსნა ძალიან მახარებს. Golden Boy-სა და კოპას მსგავსი ჯილდოების მოგება პატივი იქნებოდა, მაგრამ ყოველდღიურად განვითარებაზე ვარ ფოკუსირებული.
ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე და ეს ნომინაციები მხოლოდ დასაწყისია. მინდა, მუშაობა გავაგრძელო და ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
France Football-ის, გამოცემის, რომელიც "ოქროს ბურთის" ჯილდოს გასცემს, გარეკანზე ჩემი თავის ნახვა დაუჯერებელია. ეს სიურეალისტური შეგრძნებაა, მაგრამ მადლობელი და აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც წინ მელოდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]