რას სთავაზობს ბარსელონა ბილბაოს ნიკო უილიამსის სანაცვლოდ?
"ბარსელონა" "ბილბაოს" ესპანელი შემტევის, ნიკო უილიამსის შესაძენას ცდილობს და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, "ბარსამ" "ბილბაოს" უილიამსის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო და ინიგო მარტინესი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
იმავე წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა ბასკებს მეორე შეთავაზებაც გაუკეთა: 65 მილიონი ევროს ნაწილ-ნაწილ გადახდა და ინიგო მარტინესი. "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ "ბილბაო" ამ შეთავაზებაზეც უარს იტყვის და კლუბს აიძულებს, 21 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.
უილიამსის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ამ პუნქტის გააქტიურების შემთხვევაში "ბლაუგრანა" იძულებული იქნება, ეს თანხა ერთჯერადად სრულად გადაიხადოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]