ლაპორტა მიიჩნევს, რომ ჩავი "ბარსას" ჩასაბარებლად ჯერ მზად არაა

ლაპორტა მიიჩნევს, რომ ჩავი "ბარსას" ჩასაბარებლად ჯერ მზად არაა

"ბარსელონას" სავარაუდო მომავალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ კლუბის ლეგენდა ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" გასაწვრთნელად ჯერ მზად არაა.

ჩავისთან ჩემი ურთიერთობა ისევ შესანიშნავია. ერთმანეთს ხშირად ვურეკავთ.

მიმაჩნია, რომ ჩავის შეუძლია "ბარსელონას" მწვრთნელი გახდეს, რადგან მას ეს უნდა. თუმცა ამისთვის ცოტათი მეტი მომზადებაა საჭირო. კლუბი გამოცდილებას ითხოვს.

უპირველესად კუმანს პატივი უნდა ვცეთ. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. ის "ბარსას" ლეგენდაა და პატივისცემას იმსახურებს."

 - ციტირებს ჟოან ლაპორტას სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #8 2 თებერვალი 2021 13:30
    0
    ციტატა: Albicelecte
    ბარსა ბ-ში პიმიენტა ნორმალურ შედეგებს დებს და ამიტომ ჩავის იქ მისვლა არაა შესაძლებელი
    პირდაპირ ბარსა ჩააბარო, ცოტა რთულია, გვარდიოლას ამხელა წნეხი არ ჰქონდა, არც ამდენი თვალი იყო მიპყრობილი
    თუკი კუმანი გამოსავალს ვერ მონახავს და გუნდს უკეთესად ვერ აათამაშებს, ბუნებრივია წასვლა მოუწევს, მაგრამ მაინც დროს მისცემენ, რადგან ლეგენდაა გუნდის და გამოცდილი სპეციალისტიცაა ასე თუ ისე
    მაგრამ კუმანი ალბათ ნორმალური შედეგებისდა მიუხედავად 3 სეზონზე მეტი არ გაჩერდება, მაქსიმუმ 4 სეზონი (თუ ლიგა და ლა ლიგები დადო)
    აი მერე დაუძახებს ჟოანი ჩავის, რომელიც ალბათ უფრო გამოცდილი იქნება იმ დროისათვის და გუნდიც უფრო გაახალგაზრდავებული და შეთამაშებული დაუხვდება
    თან ძმაკაცების მიკაჩავება არ მოუწევს, გაინძერითო!

    წესით კუმანს შედეგების მისაღწევად დრო უნდა, ამ სეზონის ბოლოს უტიტულობის გამო რო გააგდო უსამართლო იქნება, ვერც ვერავის მოიყვან უკეთესს, ალეგრი სარი და ეგეთები ღმერთმა გვაშოროს, სხვა მწვრთნელს არც სცალია. არავინ უყიდეს, სუარესი დარწმუნებული ვარ ბართომეუმ გააგდებინა, დაპირდა დეპაის და აყირავა. წელს ვერ შეაფასებ. ახალგაზრდებისთვის ნდობის გამოცხადება კარგია, მიუხედავად იმისა რო შეიძლება იძულებითი იყო ეგ ყველაფერი. შედეგებიც ნელ ნელა უმჯობესდება. სუპერ თასი რო დაედო საერთოდ მაგარი იქნებოდა. შემდეგ წელს თუ მოუყვანეს დეპაი ვეინალდუმი გარსია, მარცხენა მცველი და რესურსი გაჩნდა, მერე უკვე შეიძლება შევაფასოთ. ამიტო შემდეგ წელს თუ აუსრულეს სურვილები და შედეგები ვერ დადო შეიძლება გაუშვან კიდეც. ანუ 2 წელი გასტანოს. მარა ამ სეზონის ბოლოს რო გააგდონ არ იქნება სამართლიანი. თუ სადმე 8-2 არ წააგო. იმედია პუჩის და სხვების მიმართ გამოასწორებს ურთიერთობას და ორელიანა კონრადს მორიბას და მაგათ მეტ შანსს მისცემს. ჩავიმ კიდე 1 წელი უნდა გაატაროს ბარსა ბ ში, მაგრად მოიხოდება ახალგაზრდული რო ეცოდინებათ ბარსას მომავალი მწვრთNელია გუნდში. გაიხევა შუაზე ყველა.
    Culé [?]
    #7 2 თებერვალი 2021 00:59
    1
    ვეთანხმები ამ კაცს. ჯერ ცოტა უფრო მაღალ დონეზე უნდა მიიღოს ჩავიმ გამოცდილება ასე ყატარიდან პირდაპირ ჩამოყვანა არ იქნება სწორი.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 თებერვალი 2021 23:20
    3
    თუ ბარსა ბ არა, მაშინ კეთილი ინებოს და ევროპაში ჩამოვიდეს, ჩაიბაროს რომელიმე, თუნდაც პატარა გუნდი და გამოჩნდება რა შეუძლია.
    ძალიან არ მინდა ჩაფლავდეს და იმ სიყვარულის ნაცვლად, რაც გააჩნია ფანებში, რბილად რომ ვთქვათ იმედგაცრუება მიიღოს. ამის მაგალითია ლამპარდი, რომელიც უკვე გაუშვეს თავისი საყვარელი გუნდიდან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 თებერვალი 2021 21:58
    5
    ბარსა ბ-ში პიმიენტა ნორმალურ შედეგებს დებს და ამიტომ ჩავის იქ მისვლა არაა შესაძლებელი
    პირდაპირ ბარსა ჩააბარო, ცოტა რთულია, გვარდიოლას ამხელა წნეხი არ ჰქონდა, არც ამდენი თვალი იყო მიპყრობილი
    თუკი კუმანი გამოსავალს ვერ მონახავს და გუნდს უკეთესად ვერ აათამაშებს, ბუნებრივია წასვლა მოუწევს, მაგრამ მაინც დროს მისცემენ, რადგან ლეგენდაა გუნდის და გამოცდილი სპეციალისტიცაა ასე თუ ისე
    მაგრამ კუმანი ალბათ ნორმალური შედეგებისდა მიუხედავად 3 სეზონზე მეტი არ გაჩერდება, მაქსიმუმ 4 სეზონი (თუ ლიგა და ლა ლიგები დადო)
    აი მერე დაუძახებს ჟოანი ჩავის, რომელიც ალბათ უფრო გამოცდილი იქნება იმ დროისათვის და გუნდიც უფრო გაახალგაზრდავებული და შეთამაშებული დაუხვდება
    თან ძმაკაცების მიკაჩავება არ მოუწევს, გაინძერითო!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 თებერვალი 2021 21:43
    0
    გვარდიოლა ხო იყო დედიშენისამ, პროსტა ფონტის პროექტის ნაწილია ხავი და აბა რას იტყვის, კუმანის არ იყოს არაფერი პრობლემა პუჩთანო და არ გაახარა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 თებერვალი 2021 21:29
    3
    მეც ვთვლი რომ ჭირდება მეტი გამოცდილება.სად ყატარის ჩემპიონატი და სად ლა ლიგა.სად ალ სადი და სად ბარსა.კარგი იქნება ან ბარსა ბში დანიშნონ ან კუმანის შტაბში დაიმატონ ცოტა ხნით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 1 თებერვალი 2021 21:11
    0
    მართალია არაა მაინც ჩავი მზად პრაქტიკულად გუნდი მკვდრეთით უნდა აღსდგეს და ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს ერთად რომ თამაშობდნენ და რაღაცა ასეთი რაღაცეები არ უნდა ქნას.
    Culé [?]
    #1 1 თებერვალი 2021 21:00
    0
    მაშინ ბარსა ბეს მწვრთნელად დანიშნე ჯერ და მერე მთავარი გუნდის!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "