რონალდ კუმანი: ენრიკეს ჩავისადმი გაკეთებული კომენტარი უადგილო იყო

რონალდ კუმანი: ენრიკეს ჩავისადმი გაკეთებული კომენტარი უადგილო იყო

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლუის ენრიკეს კომენტარი შეაფასა, რომელიც მან გუშინდელი მატჩის წინ ჩავი ერნანდესის შესახებ გააკეთა და თქვა, რომ თავად კატალონიური კლუბის საფეხბურთო ფილოსოფიას უკეთ წარმოადგენს, ვიდრე ამას ჩავი აკეთებს. გარდა ამისა, კუმანმა "ბარსელონას" საფეხბურთო დნმ-ზეც ისაუბრა.

მსოფლიოში სულ სამი ადამიანი არსებობს, ვისაც "ბარსელონას" დნმ აქვს. პირველი კრუიფია, რომელმაც კლუბის სათამაშო სტილი შეცვალა. მეორე პეპია, რომელმაც "ბარსელონაში" მუშაობისას მსოფლიოს საუკეთესო გუნდი შექმნა, მესამე კი ლიონელ მესი გახლავთ. თუ თქვენ გუნდში ლეო გყავთ, მაშინ არ გჭირდებათ, რომ დნმ-ზე ისაუბროთ, რადგან ის მუდმივად საუკეთესოს სტატუსს ინარჩუნებდა. "ბარსელონაში" მუშაობისას მიმზიდველი ფეხბურთი უნდა შექმნა, შეტევაზე იფიქრო და ტიტულებიც მოიგო, ეს ყველაფერი კი იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომლებითაც შენივე გუნდია დაკომპლექტებული. 
რაც შეეხება ლუის ენრიკესა და ჩავის, მე მათი შეხვედრის ამსახველი ფოტო ვნახე და ვფიქრობ, რომ ისინი კარგ მეგობრობას ინარჩუნებენ. მიუხედავად ამისა, ენრიკეს გაკეთებული კომენტარი ნამდვილად ვერ გავიგე და მგონია, რომ ის უადგილო იყო, რადგან არ შეიძლება, რომ შეხვედრამდე ასეთ განცხადებას აკეთებდე.

- თქვა რონალდ კუმანმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #22 12 აპრილი 2024 17:36
    0
    MESSI 2017, ვენგერს სტილი ჰქონდა განსხვავებული ძალიან თუმცა მაინც წარმატების მხრივ უფრო ფერგი გამოდიოდა და ჩვენ კიდე ფერგს რამდენჯერაც შევხვდით 2008 ის მერე ფინალებში გავანადგურეთ
    Culé [?]
    #21 12 აპრილი 2024 13:21
    0
    ციტატა: Neymar
    MESSI 2017, კაი რა არსენალს ნუ ახსენებ მართლა ბარსას ფილოსოფიასთან და აიაქსი სიტი კი იხრებიან ჩვენ მხარეს მარა მაინც დიდი განსხვავებაა

    ვენგერის არსენალი საკმაოდ ახლოს იყო ბარსას ფილოსოფიასთან
    [?]
    #20 12 აპრილი 2024 11:50
    0
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: rivaldo80
    ძალიან მომეწონა ვიტინია ეგ იყო მთელი გუნდი გუშინ და მენდეშიც მაგარია იაფად ვიხილავდი ბარსაში დროა აქეთ დავახიოთ იგროკები პსჟს😂😂

    ვიტინია მეც მომწონს მარა შანსი არაა რომ გამოუშვან აინშდეგი სეზონიდან იქნება პსჟ საისის ისეთი ნახევარ დაცვა ეყოლება ზაირ ემერი ვიტინია სიმონსი ალბათ შეტევაშიც მიათრევენ ვინმეს

    სიმოსნის მე არ მჯერა ჯერ გრანდში მგონია დაიკარგე ცურცლივით ხასიათების იგროკია.აი ვიტიანია სხვა დონეა

    ზაირი ემერია ტოპი, მონჟუიკზე გაგვაწამებს დაიმახსოვრეთ. სიმონსიც უნიჭიერესია, არასტაბილური მარა ძაან დონე. ოსიმენს იყიდიანო იწერება. არადა ეგ ვიტინია 25 ღირდა თავის დროზე. რამდენი კარგი ბიჭი დავკარგეთ
    გულშემატკივარი [?]
    #19 12 აპრილი 2024 01:31
    0
    MESSI 2017, კაი რა არსენალს ნუ ახსენებ მართლა ბარსას ფილოსოფიასთან და აიაქსი სიტი კი იხრებიან ჩვენ მხარეს მარა მაინც დიდი განსხვავებაა
    Culé [?]
    #18 12 აპრილი 2024 01:29
    0
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: rivaldo80
    ძალიან მომეწონა ვიტინია ეგ იყო მთელი გუნდი გუშინ და მენდეშიც მაგარია იაფად ვიხილავდი ბარსაში დროა აქეთ დავახიოთ იგროკები პსჟს😂😂

    ვიტინია მეც მომწონს მარა შანსი არაა რომ გამოუშვან აინშდეგი სეზონიდან იქნება პსჟ საისის ისეთი ნახევარ დაცვა ეყოლება ზაირ ემერი ვიტინია სიმონსი ალბათ შეტევაშიც მიათრევენ ვინმეს

    სიმოსნის მე არ მჯერა ჯერ გრანდში მგონია დაიკარგე ცურცლივით ხასიათების იგროკია.აი ვიტიანია სხვა დონეა
    Culé [?]
    #17 12 აპრილი 2024 00:33
    0
    ციტატა: rivaldo80
    ძალიან მომეწონა ვიტინია ეგ იყო მთელი გუნდი გუშინ და მენდეშიც მაგარია იაფად ვიხილავდი ბარსაში დროა აქეთ დავახიოთ იგროკები პსჟს😂😂

    ვიტინია მეც მომწონს მარა შანსი არაა რომ გამოუშვან აინშდეგი სეზონიდან იქნება პსჟ საისის ისეთი ნახევარ დაცვა ეყოლება ზაირ ემერი ვიტინია სიმონსი ალბათ შეტევაშიც მიათრევენ ვინმეს
    Culé [?]
    #16 11 აპრილი 2024 22:10
    0
    მართალია რაღაც მხრივ.
    Culé [?]
    #15 11 აპრილი 2024 21:56
    2
    ციტატა: Messi 10
    ციტატა: JasoN
    ისე რა ამ სტატიის პასუხია და გუშინ რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ რომ დემბელეს გოლი არ უნდა აღენიშნაო და რატომ არ უნდა აღენიშნა? კლუბის ლეგენდა მყავდა ეგ ჩემისა თუ თავგადაკლული კულე იყო ბარსასი? რა ერთუჯრედიანიც იყო ჩვენთან ის არის ეხლაც და ვსიო...

    ლეგენდა რა შუაშია ტიპი ბავშვი მოვიდა ჩვენთან მთელი ჩვენი რესურსი ჩავდეთ, თან ვყვებოდით პატარაა მიეჩვევას ძახილში გავაზულუქეთ რაღაც გამოვიყვანეთ მისგან :) და როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა წავიდა (იყო თუ არა ეს მისი სურვილი და შეეწირა თუ არა რაფინიას ეგ სხვა საკითხია) ხავის და გავის პატივისცემის გამო მაინც არ უნდა გაეკეთებინა ის რაც გააკეთა ისეთი შეგრძნება დამიტოვა, რომ ვეზიზღებით და რის გამო? 6 წელი არაფერი რომ არ დავაკელით? თორე დემბელე რა ჩამოსხმაა ყველამ კი ვიცით ხელი მაინც აწიე და გვანიშნე, რომ ცოტაოდენი პატივისცემა მაინც გაქვს შენს გამზრდელ გუნდთან

    ექვს წელიწადში ტიპმა ოთხი წელი ლაზარეთში გაატარა და დანარჩენი თავის ნათესავებთან ფლეისთეიშენის თამასში და როდისღა გავზარდეთ? ტიპი არის იმბეცილი დებილი და ვირისგან წიხლი არასოდეს არ უნდა გეწყინოს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 11 აპრილი 2024 20:59
    1
    ციტატა: rivaldo80
    ძალიან მომეწონა ვიტინია ეგ იყო მთელი გუნდი გუშინ და მენდეშიც მაგარია იაფად ვიხილავდი ბარსაში დროა აქეთ დავახიოთ იგროკები პსჟს😂😂

    ნუნუ მენდეშს სპორტინგიდან ვქომაგობ და უძლერესი მცველია ძალიან მიყვარს ეგეთი სტაბილურები
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #13 11 აპრილი 2024 20:18
    0
    აუ ედ რა ტლუა, ვინ გეკითხება გაჩუმდი რ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 11 აპრილი 2024 18:14
    2
    გააკეთა და ჭამა კიდეც
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #11 11 აპრილი 2024 18:12
    2
    ძალიან მომეწონა ვიტინია ეგ იყო მთელი გუნდი გუშინ და მენდეშიც მაგარია იაფად ვიხილავდი ბარსაში დროა აქეთ დავახიოთ იგროკები პსჟს😂😂
    გულშემატკივარი [?]
    #10 11 აპრილი 2024 17:24
    11
    ციტატა: JasoN
    ისე რა ამ სტატიის პასუხია და გუშინ რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ რომ დემბელეს გოლი არ უნდა აღენიშნაო და რატომ არ უნდა აღენიშნა? კლუბის ლეგენდა მყავდა ეგ ჩემისა თუ თავგადაკლული კულე იყო ბარსასი? რა ერთუჯრედიანიც იყო ჩვენთან ის არის ეხლაც და ვსიო...

    ლეგენდა რა შუაშია ტიპი ბავშვი მოვიდა ჩვენთან მთელი ჩვენი რესურსი ჩავდეთ, თან ვყვებოდით პატარაა მიეჩვევას ძახილში გავაზულუქეთ რაღაც გამოვიყვანეთ მისგან :) და როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა წავიდა (იყო თუ არა ეს მისი სურვილი და შეეწირა თუ არა რაფინიას ეგ სხვა საკითხია) ხავის და გავის პატივისცემის გამო მაინც არ უნდა გაეკეთებინა ის რაც გააკეთა ისეთი შეგრძნება დამიტოვა, რომ ვეზიზღებით და რის გამო? 6 წელი არაფერი რომ არ დავაკელით? თორე დემბელე რა ჩამოსხმაა ყველამ კი ვიცით ხელი მაინც აწიე და გვანიშნე, რომ ცოტაოდენი პატივისცემა მაინც გაქვს შენს გამზრდელ გუნდთან
    Culé [?]
    #9 11 აპრილი 2024 17:02
    5
    ბარსას დნმ-ის მატარებელ იმ 3-კაციან სიას აბსოლუტურად ვეთანხმები, რაც შეეხება ლუჩოს გამონათქვამს, შეიძლება ხუმრობა იყოს, შეიძლება მართლა ასე ფიქრობდეს, ის კი არა, შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ საქვეყნოდ მაინც არ უნდა ეთქვა, ბოლო-ბოლო ხომ შეიძლება ჩავის სულ სხვანაირად გაეგო და სწყენოდა, ამიტომავ ვფიქრობ, არ უნდა ეთქვა. თუმცა არა უშავს, ისინი თვითონ გაარკვევენ ყველაფერს. ახლა მთავარია, სახლში დავდოთ სასურველი შედეგი... თუმცა მე მაინც გფიქრობ, რომ ურთულესი მე-2 ბრძოლა იქნება და ფსონს 60-40-ზე დავდებდი. მოკლედ, ამ ზაფხულს ეგება სასწაულები ვნახოთ : ჩვენი ჯილა - საქართველოს ნაკრები ევროპის პლეი-ოფში და ბარსა ლიგის თასით!!!
    Culé [?]
    #8 11 აპრილი 2024 17:00
    3
    ისე რა ამ სტატიის პასუხია და გუშინ რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ რომ დემბელეს გოლი არ უნდა აღენიშნაო და რატომ არ უნდა აღენიშნა? კლუბის ლეგენდა მყავდა ეგ ჩემისა თუ თავგადაკლული კულე იყო ბარსასი? რა ერთუჯრედიანიც იყო ჩვენთან ის არის ეხლაც და ვსიო...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 აპრილი 2024 16:59
    8
    ამ კაცზე რომელსაც ბარსელონას ლეგენდად ვთვლიდი, მისი ბარსაში მწვრთნელობის დროს ამიცრუვდა გული. თუმცა ფეხბურთელი ნამდვილად ლეგენდაა. ამ კომენტარში კი მართალია. სწორედ კრუიფმა ჩაუყარა საფუძველი ბარსას დნმ-ს, სწორედ პეპია ის სპეციალისტი რომელმაც უფრო განავრცო კრუიფის ფილოსოფია და დღეს იმ გუნდებში სადაც პეპმა იმუშავა ეს გავლენა კიდევ იგრძნობა. მესამე მაგალითზეც მართალია ეს კაცი მესიზე უკეთ როგორც ფეხბურთელი(რონალდინიოს დრო არ ეყო) ვერავინ აჩვენებს ბარსას სახეს. ენრიკეს მწვრთნელობას არ ვაკნინებ, მაგრამ ისეთი შემადგენლობა ყავდა უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, თუნდაც მე-6 ტიტული არ დაეთმო ვალვერდესთვის თბილისიდან დაბრუნებულს ესპანეთის სუპერთასზე. აი ჩავი კი ეხლა ითვისებს იმ მეცნიერებას რასაც ბარსას ფილოსოფია ჰქვია და ალბათ მიზანსაც მიაღწევს, რადგან შედეგი თანდათან იკვეთება. ოღონდ ბარსა უნდა დატოვოს დროებით მინიმუმ ერთი წლით რომ წნეხისგან განთავისუფლდეს და იქ წავიდეს სადაც უკვე ეპატიჟებიან და სადაც კრუიფმაც და ტოტალურმა ფეხბურთმაც ერთდროულად აიდგა ფეხი. ამსტერდამში და აიაქსს ჩაუდგეს სათავეში. იქ წნეხის გარეშე იმუშავებს და დარწმუნებული ვარ ნამდვილი ბარსას ფილოსოფოსი გახდება.
    ეს ჩემი პირადი აზრია და არავის ვახვევ თავს, ყველას თავისი აზრი აქვს ამ რთულ თემაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 აპრილი 2024 16:59
    3
    ტაქტიკოსად არ ვარგა და უჟმურია, Yორე 100% იბაზრა ტიპმა;
    ბარსაზე და მის სტილზე ზუსტად ეს სამი საკვანძო ფიგურაა მთავარი აქტორი
    Culé [?]
    #5 11 აპრილი 2024 16:53
    0
    Jorkaeff, სეტანტას youtube ზე უდევს
    Culé [?]
    #4 11 აპრილი 2024 16:51
    1
    ციტატა: Neymar
    მართალს ამბობს შეუძლებელია ბარსას დნმ სხვა ნებისმიერ გუნდში წარმოდგინო მითუმეტეს პსჟ ში

    არსენალი, სიტი,აიაქსი
    ფანი [?]
    #3 11 აპრილი 2024 16:35
    1
    თამაშის ვიდეო მიმოხილვას არ დადებთ?