ევერტონის პირველი პასუხი ონანაზე | ამადუს ტრანსფერი იოლი არ ჩანს

ევერტონის პირველი პასუხი ონანაზე | ამადუს ტრანსფერი იოლი არ ჩანს

Diario Sport-ის ინფორმაციით, "ევერტონმა" ამადუ ონანას ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადადგა, რაც "ბარსელონასთვის" არც ისე დამაიმედებელია.

საქმე ისაა, რომ ინგლისურმა კლუბმა თავის დროზე ბელგიელ საყრდენში 35 მილიონი ევრო გადაიხადა, "ევერტონის" ხელმძღვანელობის მიზანი კი ისაა, რომ ონანა თითქმის გაორმაგებულ ფასში გაყიდოს, რაც კატალონიელებს საქმეს ურთულებს.

მიუხედავად იმისა, რომ "ევერტონი" ცუდად გამოიყურება, ამადუ ონანა პრემიერ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს, რის გამოც მის სიტუაციას არაერთი გრანდი აკვირდება, მათ შორის "ბარსელონაც", რომლის სპორტულ დირექტორსაც ონანას ვარიანტი ძალიან მოსწონს.
დეკუს სურვილია, რომ "ბარსელონამ" ძლიერი ნახევარდაცვა ჩამოაყალიბოს, საამისოდ კი პორტუგალიელმა 1.95 მეტრის სიმაღლის ფეხბურთელი შეარჩია, რომელიც ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და "ევერტონში" ყველასგან გამოირჩევა. იმის გამო, რომ ისედაც არასტაბილურ სეზონში "ევერტონს" დამატებით ქულები დააკლეს, მერსესაიდელები ონანას გაყიდვას გეგმავენ, თუმცა არა 35, არამედ 60 მილიონ ევროდ.
"ბარსელონა" ამ მომენტისთვის 40 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, "ევერტონის" წარმომადგენლებმა კი ლაპორტასთვის გაგზავნილ წერილში დაადასტურეს, რომ დამატებით 20 მილიონის გარეშე ამადუ ონანას ტრანსფერზე საუბრის დაწყება არც კი განიხილება.

- წერს ესპანური წყარო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ბარსელონასთან" ერთად ონანას დამატებას ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობენ.

რაც შეეხება დასახელებულ ფასს, ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან პრემიერ ლიგაში არსებული სატრანსფერო პოლიტიკა ფინანსური შესაძლებლობებითა და მოთხოვნებით დანარჩენებს რამდენჯერმე აღემატება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #14 27 თებერვალი 2024 13:12
    0
    ციტატა: PUIOL5
    ბარსელონაა თუ აფრიკის ნაკრები ბლიად, ტვინი მოიხნა უკვე ამდენი ზანგებით

    ძაან გამაღიზიანებელიკომენტარებით გამოირჩრვი მეგობარო 😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 27 თებერვალი 2024 01:18
    0
    ციტატა: PUIOL5
    ბარსელონაა თუ აფრიკის ნაკრები ბლიად, ტვინი მოიხნა უკვე ამდენი ზანგებით

    Say No to Racism barca-6
    Culé [?]
    #12 27 თებერვალი 2024 00:34
    0
    ეპლ-ში სასწაულად გაბერილია თანხები, ეს ძველი ამბავია. ასეთი ტალანტები ბევრი გამოჩნდა ბოლო წლებში და დიდ თანხებშიც იყიდებოდნენ, თუმცა ნაკლებად ამართლებდნენ.
    Culé [?]
    #11 26 თებერვალი 2024 21:40
    2
    მოკლედ თუ დე ძერბი მოდის ონანა მოდის თუ ფლიკი კიმიხი აი თუ ჟორჟინიო მოვიდა მაშინ დაგვენძრევა ანუ ტუხელი მოდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 26 თებერვალი 2024 21:08
    0
    ლა მასიაში იქნებ მოინახოს ნიჭიერი ბავშვები, საყრდენის პოზიციაზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 თებერვალი 2024 20:09
    0
    რა ამადუ ონანა ბიჭო ტის ამადუ ონანა კიმიხი ბარჰზე უზის ბაიერნს იმას მიაქციეთ ყურადღება მოაშორეთ რა ეს ჭე კლასის იგროკები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #8 26 თებერვალი 2024 19:48
    0
    ძაან გაასწორებს ეს ბიჭი,დარწმუნებული ვარ წაიყვანს ეპლს რომელიმე გრანდი და ერთ-ერთი საუკეთესო გახდება მსოფლიოში🙏🏻როდრის ამბავს დღემდე ვნანობ🥲😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 თებერვალი 2024 19:27
    0
    მე მგონი დეკუ ერთობა, თვითონაც და მეტოქეებსაც ართობს. ვინ მოგვცემს მაგას თუ რიგში არსენალი და მანჩესტერი დგანან.
    ფანი [?]
    #6 26 თებერვალი 2024 19:16
    1
    ციტატა: Don_Andresito
    რომეუ რო მივცეთ გამოაკლდება რამე? თუ პირიქით მოემატება 😁 გავარდნენ იქნებ და მერე მოუწევთ გაშვება. მთავარია თითონ უნდოდეს მოსვლა თორე დაგვახევს ვინმე ვინც 2 ჯერ დიდ ხელფასს შესთავაზებს


    დაუბრუნეს 4 ქულა სააპელაციომ ევერტონს, დღეს დაიწერა, აწე არა მგონია გავარდნენ.
    ფანი [?]
    #5 26 თებერვალი 2024 19:15
    0
    ციტატა: Jorkaeff
    სუბიმენდის ყიდვა რო დააპირონ ამაზე ნაკლებ ფასში არც იმას გამოუშვებენ და ეს სუბიმენდის მხრებზე შემოიჯენს და ისე დადებს მასზე მაგარ დონეს. ძაან მაგარი ონანა. მანჩესტერს ყავს კიდე ძაან მაგარი ბიჭი საყრდენი ნახ მცველია უდიდესი პოტენციალით 18 წლის კობი მაინუ როა ის, მაგრამ მოგვცემენ რო?

    მანჩესტერში ეგ მაინო გავის ურჩევნიათ 🤦
    --------------------
    Quality without results is pointless.
    Results without quality is boring.
    -Johan Cruyff
    [?]
    #4 26 თებერვალი 2024 19:07
    1
    რომეუ რო მივცეთ გამოაკლდება რამე? თუ პირიქით მოემატება 😁 გავარდნენ იქნებ და მერე მოუწევთ გაშვება. მთავარია თითონ უნდოდეს მოსვლა თორე დაგვახევს ვინმე ვინც 2 ჯერ დიდ ხელფასს შესთავაზებს
    Culé [?]
    #3 26 თებერვალი 2024 18:52
    0
    რა გვჭირდ ბიჭო 50 მილიონი ვეღარ გადაგვიხდია იგროკებში🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 თებერვალი 2024 18:44
    0
    რომ არ ყავდეს ძაან დონე საყრდენი, ვიცი ვინც იყიდდა მაგას, მაგრამ როდრი 27 წლისაა და 7-8 წელი ზე დონეს დადებს
    ფანი [?]
    #1 26 თებერვალი 2024 18:34
    0
    სუბიმენდის ყიდვა რო დააპირონ ამაზე ნაკლებ ფასში არც იმას გამოუშვებენ და ეს სუბიმენდის მხრებზე შემოიჯენს და ისე დადებს მასზე მაგარ დონეს. ძაან მაგარი ონანა. მანჩესტერს ყავს კიდე ძაან მაგარი ბიჭი საყრდენი ნახ მცველია უდიდესი პოტენციალით 18 წლის კობი მაინუ როა ის, მაგრამ მოგვცემენ რო?