ბარსელონა მიკაილ ფაის არ ყიდის

ბარსელონა მიკაილ ფაის არ ყიდის

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" მიკაილ ფაის თაობაზე "ლანსისგან" €9-მილიონიანი შეთავაზება მიიღო, მაგრამ უარით გაისტუმრა.

მისი შეძენით "ზალცბურგი", "აინტრახტი" და "ატალანტაც" ინტერესდებოდნენ, თუმცა იდენტური პასუხი მიიღეს. დაინტერესებული კლუბები ფაის ეუბნებიან, რომ პირდაპირ პირველ გუნდში დააწინაურებენ, მაგრამ "ბარსელონა" იანვარში მის გაშვებას არ აპირებს.

"ბარსა" ზაფხულში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს - სენეგალელი მცველი პაუ კუბარსისთან ერთად პირველ გუნდში უნდა გადმოიყვანონ ან გაყიდონ. "ბარსელონამ", შესაძლოა, ფაის მომავალი ახალ მწვრთნელთან ერთად გადაწყვიტოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 იანვარი 2024 21:16
    0
    მშვენიერი დაცვა გვყავდა შარშან, წასვლით არავინ წასულა პირიქით კანსელი და მარტინესიც დავიმატეთ და შედეგები პირიქით კატასტროფულია, რა უბედურებაა ვერ ვხვდები მართლა მეკარის გამოა ასეთი ბარდაკი.
    Culé [?]
    #5 30 იანვარი 2024 16:12
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    მომავალ სეზონში არაუხო, კრისტენსენი, კუნდე, ფაიე და კუბარსი სრულიად საკმარისი იქნება დაცვის ცენტრში. ინიგოც, გარსიაც და დანარჩენებიც გასაშვები არიან.

    კრისტენი კუნდედან ერთი 100% მიდის და ჩადი რიადი ბრუნდება
    Culé [?]
    #4 30 იანვარი 2024 16:05
    1
    მომავალ სეზონში არაუხო, კრისტენსენი, კუნდე, ფაიე და კუბარსი სრულიად საკმარისი იქნება დაცვის ცენტრში. ინიგოც, გარსიაც და დანარჩენებიც გასაშვები არიან.
    ფანი [?]
    #3 30 იანვარი 2024 15:18
    0
    Cristenseni an kounde gaiyideba,sn orive ertad zafxulshi,ami gashveba arcert pontshi ar sheidzleba,garcisc gaiyideba didi albatobit(xo ijaritaa). Dazhe sheidzleba ryadis dabrunebac dagvchirdes im fonze ro inigo joxit daiwyebs awi siaruls.
    [?]
    #2 30 იანვარი 2024 15:07
    1
    წელს უნდა დაიტესტოს პირველ გუნდში. ცოტა სრაუხოსავითაა, კუბარსზე ნაკლებად ტექნიკურია და შეცდომებიც აქვს რაც ნორმაა მის ასაკში მარა ფიზიკურად ძალიან ძლიერის. უნდა აყვეს ბარსა თანამედროვეობას ფეხბურთში და მოიმატოს გუნდში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელების რაოდენობამ. თორე გვაჩგრავს ყველა.
    Culé [?]
    #1 30 იანვარი 2024 14:40
    4
    და საერთოდ რატო უნდა განიხილონ ამის გაყიდვა? თუნდაც ახალმა მწვრთნელმა როტო უნდა გაუშვას ჯერ? ითამაშა ჯერ საერთოდ პირველ გუნდში? ტანკივითაა ბავშვი რაის გაყიდვა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"