ვინ არის პედრისთვის ლევანდოვსკის იდეალური ჩამნაცვლებელი

ვინ არის პედრისთვის ლევანდოვსკის იდეალური ჩამნაცვლებელი

პედრის მიაჩნია, რომ "ბარსელონამ" რობერტ ლევანდოვსკის გრძელვადიანი ჩამნაცვლებელი უნდა მოძებნოს, - ამის შესახებ ინფორმაცია GOAL-მა გამოაქვეყნა.

როგორც ვკითხულობთ, ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველისთვის ოპტიმალური ვარიანტი ერლინგ ჰოლანდის შეძენაა, რომელსაც "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე, 75 თამაშში 71 გოლი და 14 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. ცხადია, ამ სტატისტიკით ნორვეგიელი თავდამსხმელი პოლონელს ერთიორად აღემატება, რადგან ლევანდოვსკი 2023/2024 წლების სეზონში თავისივე სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რის გამოც მას არაერთი გულშემატკივარი ობიექტურად აკრიტიკებს.

ირკვევა, რომ ერლინგ ჰოლანდის შეძენის სურვილი პედრიმ Twitch-ის პირდაპირ ეთერში დააფიქსირა, როდესაც მას ჰკითხეს თუ ვინ იქნებოდა "ბარსელონასთვის" ლევანდოვსკის იდეალური ჩამნაცვლებელი. ამ კითხვაზე პედრიმ თქვა, რომ 19-22 წლის ასაკში ულაპარაკოდ ლიონელ მესის აირჩევდა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ერლინგ ჰოლანდი მისთვის უკონკურენტო ვარიანტს წარმოადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 იანვარი 2024 16:25
    1
    დიდი მიხვედრა ამას არ უნდა არც მბაპე გვაწყენდა, მაგრამ სად არის. ამათ თავისი ფეხით მოსული ლეო ვერ გაიფორმეს უფასოდ და რომელ ჰოლანდზე ვლაპარაკობთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 იანვარი 2024 12:40
    0
    ლევანდოვსკი უნდა იდგეს საჯარიმოში ან საჯარიმოსთან. კარგად გამოჩნდა, რომ არ ეხერხება ამოწევა და ბურთის განაწილება. კარგი იქნება თუ ჩავი ჟოაუს მეორე ფორვარდად, ლევანდოვსკის უკან, დააყენებს. ბალდე ჩაიბარებს მთელ ფლანგს. ამ შემთხვევაში ნახ. დაცვაში კვადრატი შეიკვრება: ჟოაუ, პედრი, ფრენკი, ილქაი, რაც ბურთის კონტროლს გაამარტივებს, ლევანდოვსკიც მგონია უფრო პროდუქტიული გახდება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 4 იანვარი 2024 00:03
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    ჰოლანდი კი გიჟოა მაგრამ არარის ჩვენი სტილის ჩვენ აი ალვარესი დაგვხატავდა ვგიჟდები მაგ ბიჭზე

    ბარსას სტილი რომ გვითხრათ რომელია ბარემ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 იანვარი 2024 23:27
    0
    ლევანდოვსკმა დაამტკიცა რომ ყოფილიყო ძლიერ ბუნდესლიგაში ის მესის კი არა ბენზემას ვერ გაუწევდა კონკურენტობას
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 იანვარი 2024 19:39
    3
    ჰოლანდის დედაც, 25 წლის სუარესი მოგვცა.
    ფანი [?]
    #1 3 იანვარი 2024 14:37
    8
    ჰოლანდი კი გიჟოა მაგრამ არარის ჩვენი სტილის ჩვენ აი ალვარესი დაგვხატავდა ვგიჟდები მაგ ბიჭზე
    --------------------
    Quality without results is pointless.
    Results without quality is boring.
    -Johan Cruyff