ბოიანს ყველაზე მეტი შეთავაზება აქვს

ბოიანს ყველაზე მეტი შეთავაზება აქვს


ბოიან კრიკიჩის სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენით ბევრი გუნდია დაინტერესებული. თავდამსხმელი გაბრაზებულია კლუბის ასეთი საქციელით, რადგან მისთვის არავის უთქვამს, რომ შეიძლება გუნდი დატოვოს. ბოიანს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულებამდე არ სურს ამ თემაზე საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში მას ”ბარსელონადან” წასვლა არ სურს.

”ვილიარეალი”: ყველაზე მისაღები ვარიანტი

ეს ვარიანტი განიხილება როგორც ყველაზე მისაღები ბოიანისთვის. ამის ორი მიზეზი არსებობს: ბარსელონადან არც ისე შორს, თამაშის იმავე სტილი, იმის შანსი, რომ დაამტკიცოს ლა ლიგის გუნდების წინააღმდეგ თავისი ძალა და კიდევ ერთი, ”ვილიარეალი” მომავალს სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. ამჟამად ”ვილიარეალი” არ ითხოვს ბოიანის როსის ტრანსფერში ჩართვას და არც ფეხბურთელს უთქვამს ”კი” ამგვარ ტრანსფერზე.

”უდინეზე”: უკვე კონკრეტული შემოთავაზება არის

იტალიურმა კლუბმა ”ბარსას” შეთავაზება გაუკეთა, თუმცა კატალონიურ კლუბს ეს ვარიანტი არ აწყობს. იტალიელები ითხოვენ 27 მილიონ ევროს და ბოიანს ალექსის სანჩესის ტრანსფერში. კატალონიელები თვლიან, რომ ბოიანის ამ ტრანსფერში ჩართვამ სანჩესის სატრანსფერო ფასი გაცილებით დაბალი უნდა გახადოს და თავად ბოიანსაც არ სურს ამ გარიგებაში მონაწილეობა.

”ლივერპული”: გადაადგილებები ტორესის წასვლის შემდეგ

”ლივერპულის” შემადგენლობა ტორესის წასვლის შემდეგ განახლებას გეგმავს და კენი დალგლიში ბოიანის მიმართ ინტერესს იჩენს. გარკვეული არ არის, მოერგება თუ არა ბოიანი ინგლისურ სტილს, თუმცა ”ენფილდზე” ყოველთვის კეთდება აქცენტი ესპანელ ფეხბურთელებზე. თავად ბოიანმა მადლობა გადაუხადა ასეთ დიდუბულ გუნდს შეთავაზების გამო.

”ბეტისი”: კიდევ ერთი ალტერნატივა ”ბარსასთვის”

პრიმერაში ახლახანს გადმოსული გუნდი შეიძლება განიხილოს როგორც კიდევ ერთი ”საშინაო” ვარიანტი. ”ვილიარეალის” მსგავსად ”ბეტისში” ასპარეზობისას ბოიანს შანსი ექნება ახლო კონტაქტი ჰქონდეს ოჯახთან და ”ბარსელონასთან”. ამ ტრანსფერის საწინააღმდეგო არის ის, რომ ”ბეტისი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს. ბოიანსაც არ სურს ისეთ გუნდში თამაში, რომელიც ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს.

”რომა”: ლუის ენრიკეს ბოიანის გადაყვანა სურს

ბოიანის იმ ფეხბურთელების სიაშია, რომელთა გადაყვანა ”რომაში” სურს ლუის ენრიკეს. ”ბარსაში” გართულებული პროგრესირების და ფეხბურთელის მონაცემების ბრწყინვალედ ცოდნის გამო ლუის ენრიკე თვლის, რომ ბოიანი მისი გუნდისთვის მხოლოდ საფეხბურთო კუთხით სასარგებლო არ იქნება, რადგან არ იქნება ცუდი, როცა გუნდში მას თავისი ხალხი ეყოლება. ”რომა” გააკეთებს ოფიციალურ შეთავაზებას იმ შემთხვევაში, თუ ლუის ენრიკე ბოიანს დაარწმუნებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.