ბოიანს ”რომაში” გადასვლა სურს

ბოიანს ”რომაში” გადასვლა სურს

ბოიან კრიკიჩის აგენტმა, ზორან ვეკიჩმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ”რომაში” თამაშით არის დაინტერესებული. ”რომას” მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე დაინიშნა, რომელსაც ბოიანი ადრეული ასაკიდან იცნობს. ”ლუის ენრიკემ და ბოიანმა ერთმანეთი კარგად იციან, ამიტომაც სავსებით ლოგიკურია ის, რომ ბოიანს”რომაში” თამაში სურს” - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა იტალიურ რადიოსადგურ ”Maná, Maná”-სთან ინტერვიუში.

ვეკიჩმა განაცხადა, რომ ბოიანის ასტურიელი მწვრთნელის ახალ პროექტში ჩართვა შესანიშნავი ვარიანტი იქნება ორივე მხარისთვის, მაგრამ აღიარა, რომ უკეთესია მოცდა და გაგება, თუ რას ფიქრობს ამ ოპერაციის შესახებ პეპ გვარდიოლა. ”ჩვენ უნდა მოვიცადოთ, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ”ბარსელონამ” უნდა მიიღოს” - განაცხადა ვეკიჩმა.

ზოგიერთმა იტალიურმა გაზეთმა, მაგალითად როგორიცაა ”Corriere Dello Sport” გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ლუის ენრიკეს ”რომაში” ”ბარსა ატლეტიკიდან” სურს ახალგაზრდა ფეხბურთელების წაყვანა. ბოიანის გარდა, რომელიც უკვე რამდენიმე სეზონია პირველ გუნდში ირიცხება ლუის ენრიკე ფიქრობს ჯონათან სორიანოს წაყვანაზე, რომელიც 31 გატანილი გოლით სეგუნდა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე ის ფიქრობს მარტინ მონტოიაზე, რომელმაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კატალონიურ გუნდს უარი უთხრა.

იტალიურმა პრესამ გაავრცელა კიდევ ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ბოიანის შეძენით დაინტერესებულია ”უდინეზე”, რომელმაც ”სერია ა”-ს დასრულებულ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღებს მონაწილეობას.

ამას გარდა ზორან ვეკიჩმა უფროსი ბოიან კრიკიჩის (ბოიანის მამა) აზრიც გაგვანდო: ”მამამისმა არჩია ამ თემაზე არავისთან ისაუბროს. ის ”ბარსელონაში” მუშაობს და არ უნდა სიტუაციის არევა. სწორედ ამიტომ დაიკავა მან ასეთი პოზიცია”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.