მალკომი ალ ჰილალში მიდის - სარგებელს ბარსელონაც ნახავს

მალკომი ალ ჰილალში მიდის - სარგებელს ბარსელონაც ნახავს

საუდის არაბეთში ცნობილი ფეხბურთელების მასიურად შედინებით "ბარსელონაც" იხეირებს, თანაც ისე, რომ კატალონიური კლუბი არცერთ მოთამაშეს არ შეელევა.

Relevo-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით "ზენიტის" ბრაზილიელი ფეხბურთელი, მალკომი "ალ ჰილალში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. თუ ტრანსფერი შედგა, რისი შანსიც ძალიან დიდია, სარგებელს "ბარსაც" ნახავს.

მალკომი "ბარსელონაში" 2018 წელს "ბორდოდან" 41 მილიონ ევროდ გადმოვიდა, ერთი წლის შემდეგ კი ის "ზენიტში" 40 მილიონად გადავიდა. ცნობილია, რომ კატალონიელებმა ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან 7.5%-ის მიღების უფლება დაიტოვეს. ეს ნიშნავს, რომ რა თანხაზეც "ზენიტი" და "ალ ჰილალი" შეთანხმდებიან, იმის 7.5% "ბლაუგრანას" შეხვდება.

ამჟამად მალკომი Transfermarkt-ზე 30 მილიონ ევროდაა შეფასებული. თუ არაბები მასში საბაზრო ფასის ნახევარს მაინც გადაიხდიან, მაშინ "ბარსას" მილიონ ევროზე მეტი შეხვდება. თანხა დიდი არაა, მაგრამ ეს შემოსავალი წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა და მისი მიღება კლუბს კარგად დაეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 ივლისი 2023 01:20
    0
    რა იცი, ეგება 30 გადაიხადოს არაბმა. მაგ შემთხვევაში 2. 2-ზე მეტია
    Culé [?]
    #6 19 ივლისი 2023 22:52
    1
    ციტატა: nika 54
    თუ არაბები მასში საბაზრო ფასის ნახევარს მაინც გადაიხდიან, მაშინ "ბარსას" მილიონ ევროზე მეტი შეხვდება. თანხა დიდი არაა, მაგრამ ეს შემოსავალი წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა და მისი მიღება კლუბს კარგად დაეხმარება.
    სადამდე დავეცით, ერთი მილიონი შემოსავალი რო გვგონია.

    სუარესი და დეპაიც მაგ ფასებში გავყიდეთ. არაფრისგან კაპიკები ჯობია თუ გუნდის ლიდერების გაშვებით კაპიკების აღება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ივლისი 2023 12:58
    2
    თუ არაბები მასში საბაზრო ფასის ნახევარს მაინც გადაიხდიან, მაშინ "ბარსას" მილიონ ევროზე მეტი შეხვდება. თანხა დიდი არაა, მაგრამ ეს შემოსავალი წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა და მისი მიღება კლუბს კარგად დაეხმარება.
    სადამდე დავეცით, ერთი მილიონი შემოსავალი რო გვგონია.
    წევრი [?]
    #4 19 ივლისი 2023 12:32
    8
    ისე ამ არაბეთში ყველა მიჰყავთ და ლენგლე, გარსია, დესტი და ტორესიც წაიყვანონ ამ დალოცვილებმა.
    [?]
    #3 19 ივლისი 2023 10:39
    3
    ტოდიბო გაიყიდოს იქნებ, 30-35 ად კი იყიდიან. ხოდა გვეკუთნის მაქედანაც კაი თანხა. უფრო მეტი ვიდრე ჩვენი ხარა ხურების გაყიდვაში გვერგება
    Culé [?]
    #2 19 ივლისი 2023 10:32
    5
    ანუ ისე გამოდის რომ მალკომის ტრანსფერი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს smiley 41 მილიონად ნაყიდი 40-ად გაყიდეს და ახლა კიდე მილიონზე მეტი თუ აიღეს ამის ტრანსფერიდან მეტი რაუნდათ blush პლიუს ერთი ორი კაი გოლიც ხო გაიტანა თავის დროზე ბარსაში
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 19 ივლისი 2023 10:10
    2
    ეს ბიჭი ბრაზილიელის მენტალიტეტმა დაღუპა :/ ნუ ბარსაში მესის პოზიციაზე რო მოდიხარ ეგ ცალეკ თემაა