მალკომმა ვარჯიში გამოტოვა

  • 1-08-2019, 13:25
  • მალკომმა ვარჯიში გამოტოვა

    "ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი მალკომი "ზენიტში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 22 წლის ფეხბურთელმა დღევანდელი დილის სავარჯიშო სესია კლუბის ნებართვით გამოტოვა, რისი მიზეზიც რუსულ გუნდში ტრანსფერის დასრულებაა. ამ ინფორმაციას "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

    RMC Sport-ის ცნობით, მალკომი "ზენიტთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 8 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს. "ბარსელონა" მის ტრანსფერში სულ 45 მილიონს მიიღებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ ფანი [?]

    1 აგვისტო 2019 18:23

    რატო ინგრევ კარიერაას

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV