რეალ მადრიდმა სოსიედადთან წააგო - ბარსელონა წინ 14 ქულით გაიჭრა და შანსი აქვს, ჩემპიონი ესპანიოლის სტადიონზე გახდეს

რეალ მადრიდმა სოსიედადთან წააგო - ბარსელონა წინ 14 ქულით გაიჭრა და შანსი აქვს, ჩემპიონი ესპანიოლის სტადიონზე გახდეს

"რეალ მადრიდმა" სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" ტაკეფუსა კუბოსა და ანდერ ბარენეჩეას გოლებით 0-2 წააგო.

ეს ნიშნავს, რომ "ბარსელონა" წინ 14 ქულით გაიჭრა და შემდეგი მატჩის მოგების შემთხვევაში, ესპანეთის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება (თუმცა, თუ კარლო ანჩელოტის გუნდი "ხეტაფესთან" ქულებს დაკარგავს, "ბლაუგრანა" ჩემპიონობას ისედაც გაიფორმებს).

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "ბარსას" მომდევნო შეხვედრა "ესპანიოლის" წინააღმდეგ გასვლაზე აქვს და შესაბამისად, კატალონიურმა გრანდმა ისტორიული შანსი მიიღო, ჩემპიონი მოსისხლე მტრის სტადიონზე გახდეს. 

33 ტურის შემდეგ ჩავის გუნდის ანგარიშზე 82 ქულაა, "ლოს ბლანკოსს" კი 68 ქულა აქვს - შესაბამისად, კიდევ 3 ქულის დამატების შემთხვევაში "ბარსელონა" "რეალ მადრიდისთვის" მიუწვდომელი გახდება.

"რეალ მადრიდი" "ხეტაფეს" 13 მაისს ეთამაშება, "ბარსელონა" "ესპანიოლს" კი 14 მაისს დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #15 3 მაისი 2023 18:52
    0
    რეალს კიდია ლალიგა ბიძი, მეთხუთმეტე ლიგას იგებენ და სოსიედადთან მაგიტო წააგეს
    Culé [?]
    #14 3 მაისი 2023 16:11
    0
    I N I E S T A 8, ტამუდოც მაგ შეხვედრაში გახდა ვან ბასტენიი , ეგეთი მაგარი თამაში ალბათ არც ჰქონია , განსაკუთრებით მეორე გოლი, საკონტროლო გასროლა 89 წუთზე და მთელი კამპ-ნოუ და მსოფლიოში ყველა კულე ალბათ იგივეს გრძნობდა , რასაც ჩვენ . აი მაგიტომ მინდა რომ ისეთივე სიმწარე ვაგემოთ და უფრო მეტი კიდევ , რომ თითოეულ ესპანიოლის ფანს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდეთ .
    გულშემატკივარი [?]
    #13 3 მაისი 2023 12:55
    3
    ციტატა: Barca1980
    თვითონ არაფერში არ ჭირდებოდა , თუმცა ბოლო ტურის წინ კამპ-ნოუზე გაგვამწარა 2-2 ზე და მაგის გამო დავკარგეთ ჩემპიონის ტიტული ,

    გუშინდელი დღესავით მახსოვს ეგ თამაში 100% ჩემპიონები ვიქნებიდით თავი რო არ გაეგიჟებინათ ჩვენთან მაგ პერესის მონებს მანდედან მძულს მეც ორმაგად და რამხელა სიხარული იქნება ჩვენთვის ვისაც ეგ თამაში გვახსოვს 🙃საკუთარ ფესვებში რო გამოუტანთ მართლა განაჩენს გა გაუნაღდებთ საგზურს სეგუნდაში მერე სამაგიეროც გადახდილი იქნება😎ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვიწყვეტავს არაფერს ეს თამაში🙃ნახავენ ეხლა როგორია გამწარება თანაქალაქელისგან🙃
    Culé [?]
    #12 3 მაისი 2023 12:26
    5
    ესპანიოლი რომ გულზე არ გვეხატება კულეებს , ეგ არავის არ უკვირს . აი მე კი პირადად ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა 2006-2007 წლების სეზონი იყო . თვითონ არაფერში არ ჭირდებოდა , თუმცა ბოლო ტურის წინ კამპ-ნოუზე გაგვამწარა 2-2 ზე და მაგის გამო დავკარგეთ ჩემპიონის ტიტული , იმ ტურში რეალმაც ფრე ითამაშა სარაგოსასთან და ბოლო ტურში ორივემ მოიგო , თუმცა ურთიერთ შეხვედრებით რეალი გახდა ჩემპიონი . ამიტომ ესეთი ისტორიული შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან , საკუთარ მოედანზე უნდა გამოვუცხადოდ საბრალდებო დასკვნა და ავაკრად სეგუნდას საგზური ფარისეველ ვითომ კატალონიელებს და ამასთან ერთად ჩემპიონობაც ვიზეიმოთ .
    წევრი [?]
    #11 3 მაისი 2023 11:32
    3
    arundoda reals mogeba tore moigebda 😂😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 3 მაისი 2023 11:14
    6
    ტაკეფუსა კუბომ რეალს კუბო დაუდგა სან სებასტიანში?
    გულშემატკივარი [?]
    #9 3 მაისი 2023 11:11
    0
    ციტატა: Don_Andresito

    და თან რო ვარდება ლიგიდან

    ეგ არ მახსოვდა🙃მაშინ ბიჭები ორმაგი მოტივაციით იქნებიან თუ სმმაგი არა😃
    ფანი [?]
    #8 3 მაისი 2023 10:05
    8
    აუ აუცილებლად უნდა მოიგონ და გავარდეს ეგ მადრიდის პუტა, თან მაგათ სტადიონზე გამარჯვება, იფ იფ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 მაისი 2023 10:04
    5
    ახლა "ესპანიოლთან" მოგება (თან ისე მოგება, რომ სამუდამოდ დაამახსოვრდეთ) და ეგ არის <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    [?]
    #6 3 მაისი 2023 09:53
    7
    ისე რეალმა თუ გატეხა ესპანიოლი დერეფანს გაგვიკეთებს ჩემპიონისას, მერე კიდე ჩვენ გავუკეთებთ სეგუნდასკენ მიმავალ დერეფანს 😁
    ციტატა: I N I E S T A 8
    აუ რა გემრიელი დასანახი იქნება მადრიდის ძუკნა გუნდთან რო ჩემპიონი ხდები თან დერბი როა👍🙃

    და თან რო ვარდება ლიგიდან 😁
    გულშემატკივარი [?]
    #5 3 მაისი 2023 08:48
    4
    მოიგონ და მერე შეყაროს ჩავიმ იამალები და ახალგაზრდები.
    გულშემატკივარი [?]
    #4 3 მაისი 2023 07:56
    2
    ფრთხილად პავაროტებში არ მოგასრიალოთ
    Culé [?]
    #3 3 მაისი 2023 02:23
    2
    მეგობრებო სულით და გულით კულე ვარ,მაგრამ ესპანიოლთან წავაგებთ,მე კაი ასლი ან ორასი ლარის დაწერას ვაპირებ ესპანიოლის ერთიანით და გეტყვით რატომაც,ესპანიოლი გასავარდნ ზონაშია და სულ რომ არ იყოს ეგენი ბარსასთან ყველაფერს აკეთებენ მოსაგებად,ეხლა ისეთი სიტუაციაა ერთი მოგება და ჩემპიონები ვართ,მაგრამ თუ გახსოვთ მგონი 2018 წელი იყო ლა ლიგის დაუმარცხებლად მოგებასთან რომ ვიყავით ახლოს და ყველას ეგონა რომ მოვიგებდით და ლევანტესთან 4-3 რომ წავაგეთ,არ ვიცი რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ წააგებენ ესპანიოლთან
    გულშემატკივარი [?]
    #2 3 მაისი 2023 02:13
    19
    აუ რა გემრიელი დასანახი იქნება მადრიდის ძუკნა გუნდთან რო ჩემპიონი ხდები თან დერბი როა👍🙃
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 მაისი 2023 02:10
    16
    შუაზე უნდა გაიხენ და მოიგონ აუცილებლად ესპანიოლთან