ზაფხულში კიდევ ერთი ელ კლასიკო გაიმართება

"ბარსელონა" ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი ამხანაგური ტურნეს ფარგლებში "რეალ მადრიდსაც" დაუპირისპირდება.
Diario AS-ის ინფორმაციით, კლუბები მატჩის გამართვაზე უკვე შეთანხმდნენ, დასადგენი მხოლოდ შეხვედრის დრო და თარიღია, თუმცა ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ "ელ კლასიკო" 29 ივლისს გაიმართება. გუნდები დალასში Cotton Bowl Stadium-ზე ითამაშებენ, რომელიც 92 101 ადამიანს იტევს.
"ბარსელონამ" და "რეალ მადრიდმა" აშშ-ში ამხანაგური მატჩი გასულ წელსაც ჩაატარეს, რომელიც კატალონიურმა გუნდმა 1-0 მოიგო. შეხვედრა ლას ვეგასში Allegiant Stadium-ზე 64 000 გულშემატკივრის თვალწინ გაიმართა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]