ბარსელონა და რეალ მადრიდი ამერიკაში ამხანაგური ელ კლასიკოს ჩატარებაზე ფიქრობენ

"ბარსელონამ" და "რეალ მადრიდმა" მიმდინარე წლის ზაფხულში, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამხანაგური თამაში ჩაატარონ. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
წყაროს ცნობით ესპანური გრანდები ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრის ათვისებაზე ზრუნვას განაგრძობენ, ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზა კი ამხანაგური "ელ კლასიკოა", რისი გამოცდილებაც უკვე გვაქვს.
ბოლო წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში ორი "ელ კლასიკო" გაიმართა. 2017 წელს მაიამიში "ბარსამ" 3-2 მოიგო, გასულ ზაფხულში კი ლას ვეგასში ასევე "ბარსამ" იმარჯვა, ამჯერად 1-0.
ESPN-ის ცნობით წელს "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე თამაში სურთ. განიხილება სან ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესის ვარიანტები.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]