ერიკ გარსია ბარსელონას გეგმებში შედის
ფაბრიციო რომანომ Caught Offside-ზე განაცხადა, რომ "ბარსელონა" ერიკ გარსიას გაყიდვას არ გეგმავს:
გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ერიკ გარსიას მიმართ "არსენალის" ინტერესის შესახებ არაფერი ვიცი.
ამ მომენტისთვის, "ბარსა" ერიკზე იმედებს ამყარებს. გუშინ მან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
ვნახოთ, FFP-ს წესებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ზაფხულში სიტუაცია შეიცვლება თუ არა.
გუშინდელ შეხვედრაში ერიკ გარსიას საყრდენად ხილვა ნამდვილად სიახლე იყო. მან ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და თავისი უნარები გამოავლინა - თამაშის წაკითხვა, პასები, ლიდერის თვისებები, დაცვის დაზღვევა და ა.შ.
ჩავის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პედრისა და ფრენკი დე იონგის არყოფნამაც განაპირობა, მაგრამ გარსიამ დაამტკიცა, რომ მომავალში ამ პოზიციაზე მწვრთნელისთვის ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.
მატჩის შემდეგ ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ეს ჟორდი კრუიფის იდეა იყო. ჩავის თქმით, ნიდერლანდელი ამტკიცებდა, რომ ერიკს საყრდენად თამაშისთვის საჭირო თვისებები აქვს. აღნიშნულ პოზიციაზე ვარჯიშში გამოცდის შემდეგ, გარსიამ შანსი მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]