ბარსა იმედოვნებს, რომ ანსუ ფატი თავდაჯერებულობას დაიბრუნებს
ანსუ ფატი შთამბეჭდავ სეზონს ნამდვილად ვერ ატარებს. ახალგაზრდა შემტევს ბევრი პრობლემა აქვს და სასტარტო შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.
ყველაფერთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ანსუს პრობლემებს მამამისის ინტერვიუც დაემატა, რომელშიც ბორი ფატიმ თქვა, რომ თავის შვილს "ბარსას" დატოვებას ურჩევს, რადგან კლუბში მას არ აფასებენ.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფატი მამამისის აზრს არ ეთანხმება და კატალონიური გრანდის დატოვება არ სურს. მას სიტუაცია კარგად ესმის და აპირებს, ფორმის აღდგენისთვის იბრძოლოს.
გუშინ, "ელჩეს" წინააღმდეგ, ანსუ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და ნორმალური შთაბეჭდილებაც დატოვა. მან შორეული დარტყმით გოლიც გაიტანა და თავის გუნდს მოგება გაუნაღდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ ეს გოლი ანსუს მის წასვლასთან დაკავშირებით უკანასკნელ პერიოდში გავრცელებულ ცნობებსა და მამამისის სიტყვებს დაავიწყებს და თავდაჯერებულობას დაიბრუნებს, რაც ბოლო თვეებში აკლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]