ტერ შტეგენი: მინდა, ფრენკი დე იონგი მთელი ცხოვრება ბარსელონაში დარჩეს

ტერ შტეგენი: მინდა, ფრენკი დე იონგი მთელი ცხოვრება ბარსელონაში დარჩეს

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ESPN-თან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. 

მინდა, ფრენკი დე იონგი მთელი ცხოვრება "ბარსაში" დარჩეს. მისგან ბევრს ველი, რადგან ძალიან ნიჭიერია. ნიდერლანდელი ფეხბურთს განსხვავებულად ხედავს და გრძნობს. 

გასულ ზაფხულში ფრენკიზე ბევრი ჭორი გავრცელდა, მაგრამ მისი დარჩენა ყოველთვის მინდოდა. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთანაა. დე იონგი ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომ შეუძლია, პედრისა და გავისნაირი ახალგაზრდებისთვის სამაგალითო იყოს.

პედრი და გავი იმით არ უნდა დაკმაყოფილდნენ, რასაც უკვე მიაღწიეს. ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ, რაც მომწონს, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, 30 წლის ხარ თუ 18-ის, მუდამ პროგრესი უნდა გსურდეს.

ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მათ გუნდის წინაშე სერიოზული პასუხისმგებლობა აქვთ, რის გამოც საკუთარ თავებს უნდა მოუარონ.

გავი სავარჯიშო სესიებზეც ისეთივე აგრესიულია, როგორიც მატჩებში. მისი მოწინააღმდეგე 2 მეტრიც რომ იყოს, არ უშინდება და ბურთისთვის მუდამ იბრძვის.

რასაც გავი აკეთებს, ძალიან გვჭირდება და მას სწორედ ეს სტილი გამოარჩევს. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პიკეს წასვლით ნამდვილი ლიდერი დავკარგეთ და მოგვიწია, ეს სიცარიელე ამოგვევსო. სწორედ ამ მომენტში არაუხო და ლევანდოვსკი გამოჩნდნენ. 

რობერტმა ესპანური ძალიან სწრაფად ისწავლა. ახლა მას ახალგაზრდებთან საუბარი შეუძლია და ისინიც, რა თქმა უნდა, უსმენენ.

ჩემთვის ზაფხულში დასვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის საშუალება 3 წლის განმავლობაში არ მქონდა, რამაც ჩემზე გავლენა იქონია. საბოლოო ჯამში, ბედნიერი ვარ, რომ ჰანსი ფლიკმა და ჩავიმ გამიგეს და მხარი დამიჭირეს.

ერთ წელიწადზე მეტია, რაც გუნდი ჩავიმ ჩაიბარა და უკვე ბევრი რამ შეიცვალა - მენტალიტეტი, დაცვა... ეს ძალიან გვაძლიერებს. ჩავის გეგმა აქვს, რასაც შედეგი მოაქვს.

- განაცხადა გერმანელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 15 თებერვალი 2023 19:05
    4
    საოცარი სეზონი აქვს ამ კაცს. საუკეთესოა ამ სეზონში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 თებერვალი 2023 17:13
    5
    ჯერჯერობით შენც საუკეთესო თამაშს აჩვენებ და ეცადე არ დააგდო ხარისხი.