დე იონგი: თუ ცუდად ვთამაშობ, ჩემი ბრალია და არა პოზიციის

დე იონგი: თუ ცუდად ვთამაშობ, ჩემი ბრალია და არა პოზიციის

ფრენკი დე იონგი "აიაქსში" საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელი "ბარსელონაში" გადმოვიდა, ერნესტო ვალვერდე 22 წლის მოთამაშეს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იყენებს. ამაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

"ეს მარტივი პოზიციაა და შემდეგ მატჩებში უკეთესად ვითამაშებ. ადაპტაცია უნდა გავიარო. საფეხბურთო საკითხებზე ვალვერდეს უკვე ვესაუბრე, ვიდეოებსაც ვუყურეთ. მწვრთნელმა არ უნდა მკითხოს, სად მინდა თამაში. ეს მან უნდა გადაწყვიტოს."

"აიაქსსა" და ჰოლანდიის ნაკრებში ცენტრში ვთამაშობდი, მაგრამ ეს შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ჩვენ ორ საყრდენ ნახევარმცველს ვიყენებდით."

"ბეტისისა" და "ოსასუნას" წინააღმდეგ ცენტრიდან მოშორებით ვითამაშე და თუ ეს არ გამომივიდა, ჩემი ბრალია. ხალხი ჩემს პოზიციაზე კამათობს, ეს სიგიჟეა."

"ყოველთვის ნახევარმცველად ვთამაშობდი. ეს პოზიცია მომწონს, რადგან ბურთს ხშირად ეხები, ხოლო თუ ბურთს ხშირად ეხები, თამაშს აკონტროლებ."

"ამ პოზიციაზე მთელი ცხოვრებაა ვთამაშობ, თუმცა ერთხელ თავდამსხმელადაც მითამაშია."

"ასევე, "აიაქსში", სამი წლის წინ, დაცვაში ვთამაშობდი, თუმცა მინდა ნახევარმცველი ვიყო." - ციტირებს ფრენკი დე იონგის სიტყვებს El Periodico.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #6 21 სექტემბერი 2019 22:51
    1
    აუ ძაან მოტივირებულია და შეცდომებს მის გავზე იღებს.
    ყოჩაღ

    კარგ ტრენერთან რაღაც საოცრებებს იზავს
    Gnidius
    სტუმარი [?]
    #5 21 სექტემბერი 2019 20:18
    6
    მაგარი ბიჭია მარა ეს არტური ვაფშე კლასნია ესეთი ტრანსფერები საღოლ. ეხლა ვნახე საიტზე რობერტოა სასტავში ჩემი.
    ფანი [?]
    #4 21 სექტემბერი 2019 20:16
    5
    კაიხარ და უკეთესი უნდაგახდე, და ამისთვის ყველაფერიგაქ არტურასთანერთად დედის მფატრავიდუეტი უნდა შექმნა.
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    Kakiashvili
    სტუმარი [?]
    #3 21 სექტემბერი 2019 20:04
    3
    Koum sadebiuto gaitana da + pasic 🥰
    CuLe ♥
    სტუმარი [?]
    #2 21 სექტემბერი 2019 19:50
    7
    ეს ბიჭი არის ბარსელონასთვის დაბადებული! 💙♥️
    Culé [?]
    #1 21 სექტემბერი 2019 19:48
    10
    ეს გაჩუმდეს თორე ვალვერდე მარცხენა მცველად დააყენებს 😂😂😂