workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას კამპ ნოუზე დაბრუნება კიდევ ერთი თვე გადაიდება

ბარსელონას კამპ ნოუზე დაბრუნება კიდევ ერთი თვე გადაიდება

“ბარსელონას” სამშაბათს ლა ლიგაში ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა, სად ჩაატარებს პირველ საშინაო მატჩს სეზონში “ვალენსიას” წინააღმდეგ. თავდაპირველი გეგმით, ეს შეხვედრა “კამპ ნოუზე” უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი კვლავ გაიწელა.

კლუბს ჯერ არ მიუღია სამუშაოების დასრულების სერთიფიკატი ორ ტრიბუნაზე, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გახსნილიყო 27,000 მაყურებლის დასაშვებად. ამ დოკუმენტის გარეშე ქალაქის საბჭო ვერ გასცემს გახსნის ლიცენზიას, რაც სტადიონის დაბრუნებას კიდევ ერთხელ აჭიანურებს.

Cadena SER-ის ცნობით, “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” დაბრუნება ოქტომბრის საერთაშორისო პაუზამდე პრაქტიკულად გამორიცხულია, რაც თითქმის ერთწლიანი დაგვიანების ტოლფასია. თავდაპირველი გეგმით, სტადიონი 60,000 მაყურებლისთვის უნდა გახსნილიყო.

კლუბს პაუზამდე სამი საშინაო მატჩი აქვს ლა ლიგაში (“ვალენსია”, “ხეტაფე” და “რეალ სოსიედადი”) და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე (“პარი სენ-ჟერმენი”), თუმცა “ბლაუგრანა” უკვე ემზადება ალტერნატიული ვარიანტებისთვის.

“კრუიფი” და “მონჟუიკი”

მოლოდინია, რომ “ვალენსიასთან” მატჩს “ბარსელონა” სავარჯიშო ბაზაზე მდებარე “კრუიფზე” ჩაატარებს, რომელიც მხოლოდ 6,000 მაყურებელს იტევს. “მონჟუიკის” გამოყენება შეუძლებელია, რადგან იმავე კვირაში იქ Post Malone-ის კონცერტია დაგეგმილი. ამის შემდეგ კი “ხეტაფესთან”, “რეალ სოსიედადთან” და “პარი სენ-ჟერმენთან” შეხვედრები უკვე “მონჟუიკზე” უნდა გაიმართოს.

ფინანსური დარტყმა

ეს კიდევ ერთი სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია კლუბისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც. “კამპ ნოუზე” მატჩების ჩატარება “ბარსელონას” თითოეულ თამაშში 4-8 მილიონ ევრომდე შემოსავალს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული ტევადობით ეს თანხა შემცირდებოდა, “მონჟუიკზე” ჩატარებული შეხვედრების ხარჯები და “კამპ ნოუზე” შესაძლო შემოსავლის დაკარგვა კლუბის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აზარალებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (49)

  • araujo4
    schedule 10 სექ 2025, 20:55
    #40

    ყველაფერს ხო აქვს საზღვარი ტო, როგორ არავინ აპროტესტებს ესეთ უნიათობას? მართლა ჩვენი ქვეყნის მთავრობასავით იქცევიან რა. და ხალხიც როგორიც აქ ვართ ყველაფერს რო ვყლაპავთ და ხმის ამომღები არავინაა, ეგრე არიან ბარსელონაშიც. მართლა ხრუშოვკის რემონტი ხო არაა ვიღაც ხელოსანმა რო დროში გაგიწეელოს ტო? რატო იწერებოდა ყოველ გადაცილებულ დღეზე 1 მილიონი ჯარიმა დაეკისრება ლიმაკსო? ჯერ როდის იყო ვაბშე დაპირება გახსნის გახსოვთ?)) ზამთარში ბიჭოო და აგერ მეორე კრუგზე მოვდივართ და კიდე ვერ გახსნეს. იმენა სიბანძის პიკში ვართ

  • levanoza
    schedule 10 სექ 2025, 20:19
    #39

    ციტატა: nika 54

    ციტატა: ForBarça..69
    ხულიან ალვარეზზე იწერება ბარსაში სურს მტკიცედ გადმოსვლაო და თქვენ მწერლებს გძინავთ?


    ალვარესი კი არა, იამალი რო თურქეთში დარჩა ნაკრებს ისიც კი არ დაუწერიათ. კიდევ კაი ვიღაცის კერძო თვითმფრინავს გამოყვა მეორე დღეს


    მგონი საიტზეც კარგი რემონტია კამპ-ნოუსავით…

  • Barca
    schedule 10 სექ 2025, 17:10
    #38

    ციტატა: vaiman . vamsdrane

    ციტატა: JustBarcaLover
    მომავალი წლის ივლისამდე უნდა მოვითმინოთ როგორმე და მოგვშორდება ეს ლაპორტა, 2026 წლის 18 ივლის არის ჩანიშნული არჩევნები


    მაგ დროისთვის კამპ ნოუ მოიხოდება, ტრაკზე გაიხევა და 1-2 სუპერ ტრანსფერს დადებს, კაი ბებერი ჩათლახია და ისევ მოჯდება სამეფო ტახტზე, როგორც 2015ში გააკეთა ბართომეუმ და მერე ისევ იგივე წავა. 15 წელია ერთი და იგივე წრეზე დავდივართ.


    ვინმე კონკურენტი არ ყავს? ანდა სად ნახულობთ ამ სიახლეებს

  • vaiman . vamsdrane
    schedule 10 სექ 2025, 17:02
    #37

    ციტატა: JustBarcaLover
    მომავალი წლის ივლისამდე უნდა მოვითმინოთ როგორმე და მოგვშორდება ეს ლაპორტა, 2026 წლის 18 ივლის არის ჩანიშნული არჩევნები


    მაგ დროისთვის კამპ ნოუ მოიხოდება, ტრაკზე გაიხევა და 1-2 სუპერ ტრანსფერს დადებს, კაი ბებერი ჩათლახია და ისევ მოჯდება სამეფო ტახტზე, როგორც 2015ში გააკეთა ბართომეუმ და მერე ისევ იგივე წავა. 15 წელია ერთი და იგივე წრეზე დავდივართ.

  • nika 54
    schedule 10 სექ 2025, 15:12
    #36

    ციტატა: ForBarça..69
    ხულიან ალვარეზზე იწერება ბარსაში სურს მტკიცედ გადმოსვლაო და თქვენ მწერლებს გძინავთ?


    ალვარესი კი არა, იამალი რო თურქეთში დარჩა ნაკრებს ისიც კი არ დაუწერიათ. კიდევ კაი ვიღაცის კერძო თვითმფრინავს გამოყვა მეორე დღეს

  • JustBarcaLover
    schedule 10 სექ 2025, 14:38
    #35

    მომავალი წლის ივლისამდე უნდა მოვითმინოთ როგორმე და მოგვშორდება ეს ლაპორტა, 2026 წლის 18 ივლის არის ჩანიშნული არჩევნები

  • MESSI 2017
    schedule 10 სექ 2025, 14:32
    #34

    ისე ავგოსტოს სტარტზეც შეგახსნეეთ რო სფოთიფაისთან კონტრაქტში ათობითილიონს ვკარგავთ უკვე მე2 სეზონია იმსი გამო რომ ლაპორტამ რამდენიმე მილიონი დაზოგა თურქული სამშენებლო კომპანიის არჩევით შეგახსნებთ რო კამნოუს სახელის სრულ წილს სფოთიფაისფან სანამ კამპნოუ ბოლომდე არ გაიხსნება მანამდ ვერ მივიღებთ 😂 მახსოვს აქ კიდე ერთხელ დაიცვეს ლაპორტა მაშინ 😂 ახლა რას იტყვით?😂 იმ 5 მილიიკსაც რომ არ მოგვცემს სფოთიფაი კაი ხანს😂

  • PUIOL5
    schedule 10 სექ 2025, 13:22
    #33

    ერთი ასეთი კითხვა მაქვს, კაპნოუ უფრო მალე გაიხსნება თუ სიახლეები უფრო მალე დაიდებასაიტზე?

  • MaestroXavi
    schedule 10 სექ 2025, 01:10
    #32

    ჰოლანდი როგორ გვჭირდება ბარსაშიიი

  • Fcbarcaforever
    schedule 10 სექ 2025, 00:52
    #31

    Visca-barca,
    Halandi ki donea mara alvaresi ufro mravalmxrivi da ufro modzravia romelic chevns sistemashi ufro gamodgeba mec alvarezs avirchevdi mara halandzec ar vityodi uars sheileba magic wavides sitidan kide tu otxeulistvis ibroles

  • Visca-barca
    schedule 10 სექ 2025, 00:43
    #30

    ჰალანდი რა გიჟია 5 გოლი გაიტანა და პლიუს 2 საგოლე გადაცემა გააკეთა არვიცი რთულია ჰალანდსა და ალვარეს შორის გაკეთება ორივე ძაან მაგარია მაგრამ მე პირადად რაღაც მხრივ ხულიანს ავირჩევდი

  • Barca
    schedule 09 სექ 2025, 23:16
    #29

    MESSI 2017, 100% მართალი ხარ

  • Ikushaaaaa_77777
    ForBarça..69shield ვეტერანი
    schedule 09 სექ 2025, 22:38
    #28

    ხულიან ალვარეზზე იწერება ბარსაში სურს მტკიცედ გადმოსვლაო და თქვენ მწერლებს გძინავთ?

  • MESSI 2017
    schedule 09 სექ 2025, 20:41
    #27

    ციტატა: JustBarcaLover
    არც ლაპორტასი მჯერა და არც იმ ფონტის რადგან არანაირი გამოცდილება არ აქვს კლუბის მართვის, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენია. მე მაგისგან ლაპორტას ლანძღვის მეტი არაფერი გამიგონია და ასე მგონია ლაპორტა და ეგ ერთი ნაგავია. მაგარი დარხეული აქვს კლუბს


    პერეზიც ბიზნესმენია😀 ბიზნესმენმა უნდა მართოს კლუბი და არა პოპულისტმა საფეხბურთო საქქმეებს კი სპორტული და ვიცე პრეზიდენტები უნდა განკარგავდნენ რომლებსაც სპეციალური განათლება აქვთ მიღებული და არა ყოფილი ფეხბურთელები😀 ხვდები ახკა რაშია საქმე? კლუბის პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს კლუბში ფინანსების მოზიდვაზე და ისეთი რამეების შექმნაზე რაც შემდეგ კლუბს ათიბით მილიონს მოუტანს რა იცის დეკუმ ახლა როგორ უდნა საქმის კეთება? ერთი არშემდგარი აგენტია რაფინიას გარდა წესიერი კლიენტი არ ყოლია გაიმართლა რო ლაპორტა მიენძრა კლუბში თორე რაფინიასაც დაკარგავდა

  • Barca
    schedule 09 სექ 2025, 20:32
    #26

    როდისაა არჩევნები ეს ლაპორტა რო წავიდეს

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 09 სექ 2025, 18:19
    #25

    2 კვირისს უკან გავაკრიტიკე ლაპორტა! სად მიდის მეთქი ამდენი ფულითქო,არაფრის მაქნისია მეთქი და გამომესარჩლა ერთი-ორი ჯიგარი <3 რასერჩი ძმაა კლუბს მილიარდ ნახევრის ვალიაქო! კაი მოდი დავიწყოთ! 1) სტადიონიო თუ ვერ ჩაბარდაო დათქმულ დროშიო ტენდერი ვინც მოიგო ის კომპანია ჯარიმას გადაიხდის 100 მილიონამდეა( თანხა მეშლება მგონი მარა ეს გარიგება რო იყო ზუსტად მახსოვს) 2) ყველაზე მეტი სპონსორი დღეს გვყავს ჩვენ ერთი ყ^&*( ზე არ აწერიათ სპონსორის სახელი თორე სადმე ადგილი თუ იყო ყველგან სპონსორი ჩავაკვეხეთ და მაინც ფული არააა! 3) თუო გავუშვებთო ძველ ფეხბურთელებსსო,ასაკიანებსო და მაღალხელფასიანებსო ჩვენო ამოვისუნთქავთო! ჩემი ფეხები! 4) რეგისტრაციის პრობლემა არ გვექნებაო! 5) ისეთ ფეხბურთელებს დავიმატებთ მსოფლიოს ავალაპარაკებთო! + ამას კიდე ყველაზე შემოსავლიანი კლუბი ვყოფილვართ ფეხბურთელების გაყიდვების მხრივ! ალხა კითხვა მიჩნდება სად დედის და მამის ხახაში მიდის ეს ფული? არ დამიწყოთ ეხა კიდე ბართუმეოზე ლაპარაკი თორე გავაფრენ! ძმამ არჩევნები მოიგო მესით! მაგის მაისურს ხო ეზასავა მერე ისეთ კონტრაქტს დაგიდებ უარს ვერ იტყვიო და ტიპმა მესის წყალობით მოიგო არჩევნები და 4 თვეში იმენა გააგდეს კაცი რომელიც ბოლო 10 წელი ათრევდა გუნდდს! ყოველ წელს გვატყუებს და გუნდში მოყავს 20 წლის უკან ჩამოწერილი რაშფორდები და კაცმა რო არიცის ეგეთი ხალხი არადა რო გეკითხა ჰალანდი ჯიბეში ყავდა! პოსტზე მოყავს გამოუცდელი ხალხი დეკუს ნაირი სი%$^&*ები და მერე კიტხვა გვიჩნდება ესეთ დღეში რატო ვართ 🙂 თურმე ეხა კიდე ალვარესი უნდათ რომლის ყიდვაც 2 წლის უკან 40 თუ-35 მილიონად შსეგვეძლო და ეხა ორმაგი ფასი ღირს! ამ გუნდში შეიკრიბა სამწუხაროდ ფულის მაკეთებელი ხალხი ტიპებს უნდათ ჯიბეები გაივსონ და ვსოო! ვინც გულით იყო ამ გუნდში და ყველაფერს დებდა ეგენი მოტეხეს იმიტორო იცოდნენ რო ეგენი ასეთის უფლებას არ მისცემდენ და ეხა პარპაშობენ ჯიგრები! სანამ ლაპორააა მაგსიმუმ თუ რამე მოვიგეთ ისიც გამოცდილი ხალხის წყალობით თორე ლაპორტამ რამე გააკეთა და სწორი გეგმა შეიმუშავაო ეგ არის იმენა ძილის წინ მოსაყოლი ზღაპარი! მარა ბავშვიც არ დაიჯერებს მაგას!

  • Legioner1999
    schedule 09 სექ 2025, 18:18
    #24

    Bakero, 🤝❤️

  • Bakero
    schedule 09 სექ 2025, 17:39
    #23

    ციტატა: Legioner1999
    ოფსაიდის ახალ წესზე რასიტყვით? 🥴🤝


    ჯერ უნდა დაიტესტოსო იტალიის ნიდერლანდების და შვედეთის დაბალ ლიგებშიო და მხოლოდ შემდეგ განვიხილავთ დავამტკიცებთ თუ არა ახალ წესსო ეგრე წერია

  • Legioner1999
    schedule 09 სექ 2025, 17:14
    #22

    ოფსაიდის ახალ წესზე რასიტყვით? 🥴🤝

  • JustBarcaLover
    schedule 09 სექ 2025, 16:43
    #21

    არც ლაპორტასი მჯერა და არც იმ ფონტის რადგან არანაირი გამოცდილება არ აქვს კლუბის მართვის, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენია. მე მაგისგან ლაპორტას ლანძღვის მეტი არაფერი გამიგონია და ასე მგონია ლაპორტა და ეგ ერთი ნაგავია. მაგარი დარხეული აქვს კლუბს