workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფერან ტორესის ტრანსფერის ფინანსური შედეგები

ფერან ტორესის ტრანსფერის ფინანსური შედეგები

bolt მოკლედ
ფერან ტორესის პსჟ-ში ტრანსფერი "ბარსელონასთვის" ფინანსურად საკმაოდ მომგებიანია. კლუბი იბრუნებს თითქმის მთლიან ინვესტიციას, იღებს 35-მილიონიან საბუღალტრო მოგებას, ათავისუფლებს სივრცეს ფინანსურ ფეარ-პლეიში და ზოგავს "მანჩესტერ სიტისთან" შეთანხმებულ 8 მილიონს.

ფერან ტორესის დაახლოებით 50 მილიონ ევროდ პსჟ-ში ტრანსფერს “ბარსელონასთვის” არაერთი ფინანსური სარგებელი მოაქვს. ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი დაახლოებით 35 მილიონი ევროს ოდენობის საბუღალტრო მოგებაა, რომელიც პირდაპირ 2026-27 წლების სეზონის ბიუჯეტში აისახება, როგორც არაორდინალური შემოსავალი.

ეკონომიკური სარგებელი და ფეარ-პლეი

კატალონიურ კლუბს ვალენსიელი თავდამსხმელის ტრანსფერიდან დასაფარი (ამორტიზაცია) კიდევ 11 მილიონი ჰქონდა დარჩენილი, რაც 35-მილიონიან წმინდა მოგებას განაპირობებს. გარდა ამისა, ფერანის წასვლა გამოათავისუფლებს მის ხელფასს (და აღნიშნულ ამორტიზაციას) “ბარსელონას” ამჟამინდელ ფინანსურ ფეარ-პლეიში.

ეს სიტუაცია უკვე საგრძნობლად გაუმჯობესდა ლევანდოვსკის, რაშფორდის, ანსუ ფატის, ტერ შტეგენის (ხელფასის 10%), კანსელუსა (რომელსაც ახალ კლუბთან ტრანსფერზე ჯერ არ შეუთანხმებია) და არაუხოს წასვლის, ასევე კრისტენსენის ხელფასის შემცირების შემდეგ. ეს ყველაფერი საკმარის სივრცეს ტოვებს ახალი, უკვე განხორციელებული თუ სამომავლო ტრანსფერებისთვის. მოსალოდნელია სხვა ფეხბურთელების წასვლაც, რაც გუნდში კიდევ უფრო მეტ ფინანსებს გამოათავისუფლებს.

დაზოგილი მილიონები და გზა როდრისკენ

გარდა ამისა, ფერანთან კონტრაქტის არგახანგრძლივებით, “ბარსელონა” ზოგავს იმ 8 მილიონ ევროს, რომელზეც 2021-22 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას “მანჩესტერ სიტისთან” შეთანხმდა. მეორე მხრივ, გარიგება კლუბისთვის სასურველ ზღვარზე დაიხურა, რადგან ტრანსფერის 55 მილიონს გადაჭარბების შემთხვევაში, კატალონიელებს დამატებითი თანხის გადახდა კვლავ ინგლისური კლუბისთვის მოუწევდათ.

ფინანსური თვალსაზრისით ეს “ბარსელონასთვის” ძალიან პოზიტიური ოპერაციაა, რომელიც როდრის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებებსაც დააჩქარებს – როგორც მიღებული შემოსავლის, ისე ფინანსურ ფეარ-პლეიში გამოთავისუფლებული სივრცის კუთხით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 15 აგვ 2026, 03:05
    #5

    ყველანაირ წილში ჩამჯდარა სიტი იმ 55 👏 გარდა

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 14 აგვ 2026, 14:56
    #4

    აზეი? მაიმუნი სიტი როდრიზე მოგვიმატებს მაგ თანხას. ალბათ მაგაზე დაგრუზულები გვითხრეს ორ შეთავაზებაზე უარი. აგვაწევინებენ 70 მდე ფიქსიირებულს და წამოვა როდრი. იქეთ კანსელოც უნდა მოყუმარდეს. დაგვრჩება მცველი და 9-იანი. ლაპორტი თუ მოიყვანეს დაცვა და ნახდაცვა გვყავს სმერტელნი. თავდასხმაში კიდე ჯანდაბას მოვიდეს ვინმე საშუალო დონე,გვყავს მაგის ბიჭები ვინც ითამაშებენ,ცრუთიც შეიძლება თამაში. ოღონდ იმ პირბით თუ ჰალანდს მოაგდებენ იქეთ წელს. თუ ვერა და მოიყვანონ ტოპი და ლიგის გუნდი ვართ უდიდესი რესურსით…

  • ჯიჯი
    ჯიჯი ლეგენდა
    schedule 14 აგვ 2026, 11:07
    #1

    დრო იყო ბართომეუს დროს კოლოსალურ თანხებს იხდიდა კლუბი, ახლა რა დღეში ვართ და რა მიზერულ მილიონებზე ვტილაობთ

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 14 აგვ 2026, 12:05
      #2

      ვინ იცის ბართომეუ რო ყოფილიყო, მესი არც გაეშვათ.

      • Don_Andresito
        Don_Andresito ლეგენდა
        schedule 14 აგვ 2026, 12:51
        #3

        ბართომეუ დაანგრევდა გუნდს, არ მოიყვანდა ფლიკს და ბეევრ უაზრო გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბართომეუ კი არა კოვიდი არ ყოფილიყო და ახლა სულ სხვა ბარსა იქნებოდა. მესის სულ სხვა გუნდი ეყოლებოდა და შეიძლება 1 ლიგაც მიგვემატებინა. კოვიდი რომ არა რომელმაც 10 წლით უკან დაგვხია კამპ ნოუ 1 წელში განახდლებოდა, ყველა იმ ტრანსფერს გავაკეთებდით რაც ფინანსების გამო ვერ გაკეთდა. ბართომეუ საკუთარ ფეხბურთელებს ებრძოდა და აშავებდა ტროლების საშუალებით. ლაპორტას ვერ შეედრება მაინც. ეს უფრო რისკიანია და არ უშინდება თუნდაც ბარსას ფილოსოფიისგან განსხვავებული მწვრთნელის მოყვანას. ბართომეუ ისევ ყოფილ ბარსოლენელებზე აეწყობოდა და მწვრთნელად ხავის მერე ისევ ვალვერდეს დააბრუნებდა ან რაიკაარდს ან ვინმე ეგეთს. ყოფილი ბარსელონელი ფეხბურთელი/მწვრთნელებიდან ამ ეტაპზე ერთადერთი ლუის ენრიკეა ვისაც მივესალმებოდი სამომავლოდ. პეპი არ დაბრუნდება ვიცით და სხვებს ჯერ არ აქვთ პერსპექტივა. ფაბრეგასი ვნახოთ რა იქნება მარა სხვები ნაკლებად შედეგიანები არიან