ოფიციალურად: ფერან ტორესი პსჟ-ში გადადის

ოფიციალურად: ფერან ტორესი პსჟ-ში გადადის

ფერან ტორესი კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” განაგრძობს. ინფორმაცია ამის შესახებ “ბარსელონამ” რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

კატალონიური კლუბის განცხადებაში გარიგების ფინანსურ ნაწილზე არაფერია ნათქვამი. არაოფიციალური ინფორმაციით “ბლაუგრანა” დაახლოებით 50 მილიონ ევროს ფიქსირებულად მიიღებს, ბონუსების გარეშე.

ოთხნახევარი სეზონი “ბარსელონაში”

ვალენსიელი თავდამსხმელი “ბარსელონაში” 2021 წლის დეკემბერში “მანჩესტერ სიტიდან” მოვიდა და ახლა გუნდს 7 მოგებული ტიტულით ტოვებს: ლა ლიგის 3 ჩემპიონობა, ესპანეთის თასი და ესპანეთის 3 სუპერ თასი.

ინდივიდუალურ დონეზე, ტორესმა “ბარსელონას” მაისურით 207 მატჩი ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2025/26 წლების სეზონში თავდამსხმელმა თანაგუნდელ ლამინ იამალთან ერთად ტელმო სარას ჯილდო მოიპოვა, როგორც ლა ლიგის საუკეთესო ესპანელმა ბომბარდირმა, ჯამში 16 გატანილი გოლით.

ფერან ტორესმა გუნდის რიგებში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომელთა შორის გამორჩეულია 2025 წლის ესპანეთის თასის ფინალში “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ გატანილი გოლი. ამ დარტყმამ თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ჟიულ კუნდეს გოლი “ბარსელონასთვის” ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

თავდამსხმელი ახლა “პარი სენ-ჟერმენში” მიდის, სადაც ყოფილ კულე მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ტორესს ასტურიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უკვე უთამაშია.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 15 აგვ 2026, 15:07

    იდი ნახუი შე უცბად გაბლატავებულო კლეო🖕🏿

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 15 აგვ 2026, 14:43

    აუუ როდის იტყვიან იკვე გადავიდაო, დავიღალეთ ეხლა ოფიციალურად გადადისო აქამდე რაშვებოდა, დროზე
    მირჩნენ რა