workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
სერიოზული განაცხადი ჩემპიონისგან

სერიოზული განაცხადი ჩემპიონისგან

bolt მოკლედ
ლა ლიგის ახალი სეზონის სადებიუტო მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად "ელჩე" 5-0 გაანადგურა. რაფინიამ და ფერმინმა დუბლი შეასრულეს, ადეიემიმ სადებიუტო გოლი გაიტანა, ერთადერთ უსიამოვნო ფაქტად კი გავის ტრავმა იქცა.

ნებისმიერი ეჭვი იმის შესახებ, თუ რატომ არის “ბარსელონა” მოქმედი ჩემპიონი, “ელჩესთან” 5-0 მოგებულ მატჩში სწრაფადვე გაიფანტა. შეხვედრა პოზიტივით იყო სავსე და ერთადერთ საზრუნავს გავის ტრავმა წარმოადგენს. რაფინიასა და ფერმინის დუბლებმა, ადეიემის სადებიუტო გოლმა და სათადარიგოთა სკამიდან შემოსული გორდონის ორმა საგოლე გადაცემამ ბლაუგრანას საოცარი სტარტი გვიჩვენა.

ჩემპიონებისა და ლეგენდის დაფასება

მატჩის დაწყებამდე “მარტინეს ვალეროზე” ორი ღონისძიება გაიმართა. მასპინძლებმა პატივი მიაგეს ბლაუგრანას მსოფლიო ჩემპიონებს, შემდეგ კი ყველამ ერთად მიულოცა 80 წლის იუბილე მარსიალ პინას, რომელიც თავის დროზე “ბარსელონასა” (1969-1977) და “ელჩეში” თამაშობდა.

თამაშის დაწყებისთანავე, მოქმედ ჩემპიონებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ იმის საჩვენებლად, რომ კარგ ფორმაში არიან, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის გამო შეცვლილი წინასასეზონო მზადებისა. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო თერთმეტეულში გარკვეული სიურპრიზები იყო (მაგალითად, დაცვის ხაზი მარჯვნიდან მარცხნივ: ერიკი, კრისტენსენი, ჟერარ მარტინი და ესპარტი), კატალონიელებმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყეს.

რაფინია, როგორც ყოველთვის და ადეიემის პირველი გოლი

დაცვის უკან ჟოან გარსიას საიმედო თამაშის, ნახევარდაცვაში ბერნალის, გავისა და ფერმინის შესანიშნავი ურთიერთგაგებისა და ფლანგებზე ლამინ იამალისა და დებიუტანტი ადეიემის სისწრაფის ფონზე, პირველი გოლი მე-14 წუთზე გავიდა. მოვლენები გუნდის სათამაშო სტილისთვის დამახასიათებელი სცენარით განვითარდა: ჩავი ესპარტმა პრესინგით ბურთი მოიპოვა, ფერმინმა პასი რაფინიას გაუკეთა, რომელმაც დრიბლინგით ჩუსტი აიძულა წესები დაერღვია – დაინიშნა აშკარა პენალტი. კაპიტანმა და თავდამსხმელმა დიტუროს შანსი არ დაუტოვა და ზუსტი დარტყმით სეზონის პირველი გოლი გაიტანა.

“ელჩეც” საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ფლიკის გუნდი გოლის შემდეგ არ გაჩერებულა, ბერნალი კი მეტოქის ნახევარზე ბურთის დაბრუნებას კარგად ართმევდა თავს. სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს ერთ-ერთ ეპიზოდში შეჯახების შემდეგ გავიმ მოედანი დატოვა და ის პედრიმ შეცვალა.

გუნდზე ამ დარტყმას არ უმოქმედია. ბერნალისა და ლამინ იამალის შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, რაფინიამ თავისუფალ სივრცეში ადეიემი მოძებნა, რომელმაც ბლაუგრანას მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა (0-2, 45+3 წუთი). შესვენების შემდეგაც ანალოგიური სურათი ვიხილეთ.

გოლებისა და ასისტების დუბლები

ჰანსი ფლიკის მოთხოვნა მუდმივ ძალისხმევაზე კვლავ ნათლად გამოჩნდა. რაფინია მორიგ გოლს ეძებდა და ახლადშემოსული გორდონის გადაცემით დუბლი გაიფორმა (0-3, 67-ე წუთი). მალევე ინგლისელმა ასისტების დუბლიც შეასრულა, როცა ფერმინს ბურთი ფაქტობრივად ცარიელ კართან დაუგორა (0-4, 71-ე წუთი).

მეხუთე გოლისთვის მხოლოდ ერთი დარტყმა იყო საჭირო და ესეც დუბლის მომტანი აღმოჩნდა: ფერმინმა ბრწყინვალე მოძრაობითა და ზუსტი შესრულებით აიღო კარი (0-5, 79-ე წუთი). მატჩში დრო კანსელუსთვისაც დარჩა, რომელმაც კლუბის რიგებში თავისი მესამე პერიოდის პირველი წუთები მიიღო. ჩემპიონებმა სეზონი მძლავრად დაიწყეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Pirat
    Piratshield ვეტერანი
    schedule 24 აგვ 2026, 10:15
    #2

    ბერნალი პედრიმდე და პედრის შემდეგ ორი განსხვავებული ფეხბურთელია😅

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
    schedule 24 აგვ 2026, 09:12
    #1

    კარგი იყო დასაწყისისთვის, თავიდან ვიფიქრე ცენტრი არეულია თქო თუმცა მერე გამოჩნდა ყველაფერი, ხოო მართლაა ვინმე ხიხო რეალის ფანი ხოარაა საიტზე რომ შემოდის და ინტრიგნობს?? პენალი დაგვიდეს იმედია არ გამორჩებათ და დაიწყებენ მაგაზე ლაპარაკს… 😆😆😆💙❤️