როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, აგენტისთვის გაგზავნილი კონტრაქტის პროექტის შემდეგ, “ბარსელონასა” და როდრის შორის პირადი დეტალები სრულად შეთანხმებულია.
ამის პარალელურად, გამოცემა El Larguero ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც როდრის აგენტმა დაადასტურა, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა საბოლოო არჩევანი “ბარსელონას” სასარგებლოდ გააკეთა და ტრანსფერზე უარი უთხრა “რეალ მადრიდს”.
მოლაპარაკებები “მანჩესტერ სიტისთან” და ოფიციალური შეთავაზება
ფეხბურთელთან პირადი დეტალების მოგვარების შემდეგ, ტრანსფერის მომდევნო ეტაპი კლუბებს შორის მოლაპარაკებები იქნება. კატალონიელები “მანჩესტერ სიტისთან” საბოლოო სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებას და გარიგების რაც შეიძლება მალე დახურვას შეეცდებიან.
SER-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” განზრახული აქვს, ინგლისურ კლუბს უმოკლეს დროში ოფიციალური წინადადებით მიმართოს, რომელიც ჯამში 60 მილიონ ევროს შეადგენს – ფიქსირებული 45 მილიონი ევრო, პლუს 15 მილიონი ბონუსების სახით. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ფინანსური რესურსია, რომელიც კლუბს თავდაპირველად ცენტრალური მცველის დასამატებლად ჰქონდა გადანახული.
სერიოზული ტრანსფერია
ჩვენია ეს
რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო კუკურეია ჩვენთვის თუ როდრი რეალისთვის ? სულ რომ არ /ვერ ითამაშოს (ღმერთმა დაიფაროს !) როდრიმ ლაპორტა /დეკუმ ეს როგორ მოახერხეს ნამდვილად საღოლ ! რაც კლუბის ხელმძღვანელობაში არიან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია არა იმდენად ჩვენთვის არამედ მთავარი ის იყო რომ რეალში არ წასულიყო ! და აწი ბარსაში თუ უნდა ვაბშე ნუ ითამაშებს სკამზე იჯდეს 😂😂😂 მე რატომღაც მგონია რომ ამას ( როდრი) გვერდზე გავი (box to box) და დე იონგი (თუ გაცოცხლდა საერთოდ!) პარტნიორებად გვერდით ძალიან კარგად შეეწყობიან პედრის პირიქით ხელ ფეხი ეხსნება და ზემოთ პედრი/ოლმო შემტევ ნახევარმცველებად საერთოდ ხომ ❤️❤️ აი ფერმინს რომ ტესტავს თურმე ფლიკი ცრუ 9-ზე ეგ მგონია ძალიან მაგარი ვარიანტი ! ზუსტად ჩვენთვის უკეთესი ! და მიქაუტაძე მაინც მოსაყვანი მგონია ისევე როგორც გამოცდილი ცაცია ცენტრალური მცველი (ლაპორტი) კუბარსის გვერდზე
სასაცილოდ არ ყოფნიდა ხალხს რა როდრი ვინ მოგვცემს ვინ მოიყვანს ბლა ბლა ბლაა ბოლო წლების ტოპ ტრანსფერი ავახიეთ რეალს 😂💩 როდრი ბერნალის ისეთებს ასწავლის მონსტრი გახდება❤️
სალინასი, კანსელუ და ფორვარდი დარჩა საყიდელი
” “ბარსელონას” განზრახული აქვს, ინგლისურ კლუბს უმოკლეს დროში ოფიციალური წინადადებით მიმართოს, რომელიც ჯამში 60 მილიონ ევროს შეადგენს – ფიქსირებული 45 მილიონი ევრო, პლუს 15 მილიონი ბონუსების სახით. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ფინანსური რესურსია, რომელიც კლუბს თავდაპირველად ცენტრალური მცველის დასამატებლად ჰქონდა გადანახული”
ჩემთვის ამ სეზონში ეს ძირითადში იქნებოდა იდეალურია.
გარსია,პორო კუბარსი ლაპორტი კანსელუ,როდრი პედრი,ოლმო იამალი რაფინია ან გორდონი და ფორვარდად ალვარესი
ძალიან მაგარი ტრანსფერი იდება, გილოცავთ ყველას;
ფრენკთან ბოდიში, მაგრამ წასვლა მოუწევს თუ ზამთარში არა მომდევნო სეზიონში მაინც
შუა ხაზი: როდრი, ბერნალი, პედრი, გავი, ოლმო, ფერმინი ეს უკვე ფანტასტიკაა
როგორც ჩანს ხულიანის ტრასფერი არ გამოდის, მაგრამ არა უშავს, ნამდვული ფორვარდის მოყვანა სჯობს, ჟორჟი იქნებ…
და კუნდეს ეჩალიჩებიან 100 🍋-ში პსჟ, ფერანს 55-ად სავარაუდოდ;
კუნდეს გაყიდვა განა მინდა, მაგრამ 100 🍋 კაი ფულია, მის ადგილას გარსია, ფორტი და ესპრატი დადგებიან
არაუხოსა და კრისტენსენის გაყიდვა და ბალდეს ჩანაცვლება ხორხე სალინასით იქნება მაგარი ნაბიჯი;
კასადოს მოუწევს კიდევ წასვლა, მენანება, მაგრამ რას ვიზამთ;
აი ბადრიჯანი არ მენანება, ახალგაზრდაა, როგორც მოვიდა ისე წავა და მის გზას იპოვის
რომ ვუყურებ, ყველა რგოლი ბალანსდება და რეალი რომ საუკეტესოდ შეთამაშებული ცენტრით (ვალვერდე-ჩვამენი) გამოვა კლასიკოში😀😃😂😂😂
თუ პოროს მოყვანის ვარიანტი არაა, გუნდს მხოლოდ გარსიასა და ესპარტის იმედად ვერ დატოვებ, ფორტი კიდე მარცხნივ გაცილებით უკეთესია, მაშინ როცა მარჯვნივ საერთოდ ვერ თამაშობს.
კუნდეს ზოგადად ეგეთი ბედი აქვს რომ 1 სეზონს კარგად თამაშობს და მეორეს აგდებს, წინა წელი ჩაუვარდა, ახლა კიდე კარგი სეზონი უწევს, ხოლო როცა ჩლს მოგება გინდა, რაც არ უნდა დიდი თანხა შემოგთავაზონ, ბაზარზე თუ წესიერ ჩამნაცვლებელს ვერ დაითრევ, უბრალოდ აზრი არ აქვს. ჩემი აზრით კუნდეს მომავალი სეზონი აი ძალიან ზედონე ექნება და თუ გაყიდვას დავუპირებთ, მომავალი სეზონის მერე ჯობია, რადგან 100+ს ამოაგდებ, ახლა კი მაგ 100 მილიონს არავინ გადაგვიხდის, ეგენი ჭორებია, განსაკუთრებით პსჟ, რომელიც ღადაობით 90ს გვთავაზობდა პედრიში და კუნდეში ალბათ 2 კაპიკსაც არ გადაიხდის, მითუმეტეს ჰაკიმი ყავთ და კუნდე რათ უნდათ?! ერთადერთი რეალური ინფო მგონია რომ ლივერპულზე იყო და მანდაც მაქს. 80ს იხდიდნენ, ნუ ეგეც კაი თანხაა, მაგრამ 1 სეზონის გამო ვერც გარსიაში და ვერც ესპარტში დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, ვერც იმაში რომ კუნდე მოსაშორებელია და ამიტომ ახლა არამგონია სწორი მომენტი იყოს კუნდეს გასაყიდად. პოტენციალი ნაღდად აქვს, ჯანიანია, სწრაფია, კარგად აწოდებს, იამალთან მაგარ დუეტს ქმნის, როცა ფორმაშია დაცვასაც მაგრად თამაშობს და შეტევასაც. ალვეში ვერაა, მაგრამ ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა სხვა ვარიანტს ჯობია. უბრალოდ წინა წლის კუნდეზე არ მაქვს საუბარი. ნუ მსოფლიო ნორმალური ქონდა და იმედია რომ მაგას ტრამპლინად გამოიყენებს.
თან არც ისაა კარგი როცა გუნდს ზედმეტად ცვლი, სჯობს ეტაპობრივად მივხედოთ საქმეებს, ახლა ისედაც დაუგეგმავი იყო ნახდაცვის ცვლილება და აგერ უმნიშვნელოვანესი კაცი გვემატება. შეტევაშიც აუცილებლად ახალი სტრაიკერი მოდის, დაცვის ცენტრში 50/50ზეა, მარცხენა ვინგზეც მოხდა სერიოზული ცვლილებები და ამას კიდე ეგ ყველაფერი რომ დაამატო უკვე ზედმეტია, მითუმეტეს პოტენციურად ტოპ 3 ფულბექები გვყავს, რომელთაც უბრალოდ სეზონი ჩაუვარდათ, მაგრამ პოტენციალი რომ ძალიან დიდი აქვთ მაქამდე უკვე გვაჩვენეს და ახლა ჯობია ისევ დაცვის ცენტრს მიეხედოს რომ კუბარსის გვერდით გამოცდილი მცველი დადგეს, რათა კუბარსიც და ბარსას დაცვაც ერთი ათად მაინც გაძლიერდეს.
ძაან მაგარი ტრანსფერია სკამიდან დეიონგი შემოვა და იფრენს ნახევარდაცვა სერიოზული გვყავს მარა სტრაიკერს თუ ვერ ვყიდულობთ ნორმალურს
მცველი მაინც გვინდა უეჭველი თორე მარტინის და არაუხოს იმედზე ვერ ვიქნებით ან ერთი ვარიანტი კუნდე გადაიწიოს ცენტრში და ბალდე კუნდე კუბარსი კანსელო დადგნენ ერთი მცველი გვინდა და შეიძლება ტრიპლეტი დავდოთ
იი დეკოს და ლაპორტას დედაა 🤣🤣🤣
30 წლის გახდა ამ ზაფხულს, რა დროს ამის ასაკში შესვლაა? შეგიძლიათ ნახოთ თანამედროვე ფეხბურთში რამდენ ხანს თამაშობენ?! მითუმეტეს საყრდენია, სადაც სისწრაფეებზე უპირატესი ტვინი, ინტელექტი და გამოცდილებაა.
ყველაფერ სიკეთესთან ერთად ბერნალი ბევრს ისწავლის ამისგან, მე ძალიან მეიმედება მაგ ბიჭის, შეიძლება ჯერ არ უჩვენებია ის დონე მარა ფეხბურთელს რომ უყურებ ჩანს მისგან რას უნდა ელოდე, ბერნალს აშკარად ეტყობა რომ აზროვნებს, ტექნიკურია და აქვს სათამაშო ინტელექტი
გაოფიციალურდა უკვე დადეთ შეთანხმდნენ და ბოლო დეტალებს აგვარებენ
ერთი კაცის მოსვლით პედრის ნახევარი საქმე გამოაკლდება და წესით ვაბშე უნდა იფრინოს, კუბარსის არ მოუწევს მცველის და საყრდენის როლი ერთდროულად მოირგოს და იქნებ წურბელა დეიონგი გააჯმეინონ.
გილოცავთ კულეებო, მაგარი ტრანსფერი გაჩარხეთ, თან ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აგვახიეთ ვინც გვჭირდებოდა. ერთადერთი ისაა საკითხავი მთელი სეზონი თუ გაქაჩავს ჯანმრთელად, უკვე ასაკში შედის და რთული ტრამვები აქვს გადატანილი
როდრი ძალიან ბევრს არ ითამაშებს, ბერნალი ჩაანაცვლებს შედარებით სუსტ გუნდებთან
კი ნახევარდაცვაში აქ მაგის ფუფუნება ბარსას, რეალში რო გადასულიყო მთელი სეზონი გაწურავდა ჟოზე
ახლახანს დაწერა რომანომ. ატლეტიკომ რომეროზე გააგზავნა შეთავაზებაო.
მემგონი ფლიკმა თქვა უარი დაცვის გაძლიერებაზე……
Dacvis fulit yiduloben rodris
Qetevan deiongis chashlili sheteva da rodris ca da dedamiwaa
ამ ტრანსფერის ყველაზე დიდი პლიუსი კიდევ არის ის რომ ეყოლებათ კარგი მასწავლებელი ბავშვებს, ბერნალიც დაიხვეწება, პედრისაც უფრო მეტი თავისუფლება ექნება რო კრეატივი აფრქვიოს რადგან უკან გადაზღვეული იქნება ყველაფერი, კუბარსიც რა დონეზეა როცა საყრდენი ესეთი ყავს კი ვნახეთ.
მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერია
ძალიან მაგარი ტრანსფერია
ბურთს არ დაანახებს ბარსა კიდევ უფრო
ბერნალსაც კაი მასწავლებელი ეყოლება.
მსოფლიოზე რო ვერ შეეწყო როდრი – პედრი
იქ დრო არ იყო და ეხა ფლიკი მოიფიქრებს რამეს
და უფრო შეთანაშდებიან.
იმენა საღოლ რო ააცალეს როდრი
იმენა კაკრად როდრი აკლია ეხა რეალს.