workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გავის გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება

გავის გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება

bolt მოკლედ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა გავიმ "ელჩესთან" მატჩში მარჯვენა მუხლის არეში დარტყმა მიიღო და პირველი ტაიმის მიწურულს მოედნის დატოვება მოუწია. ფეხბურთელს დღეს კლუბის ბაზაზე გამოიკვლევენ.

“ელჩესთან” შეხვედრისას “ბარსელონას” მშვიდი პირველი ტაიმი შესვენების წინ შეიცვალა. გავის უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარჯვენა მუხლის ქვედა ნაწილში ტკივილი აღენიშნებოდა, რაც საჯარიმოში პრესინგის დროს მიღებულმა დარტყმამ განაპირობა. ის მოედანზე დარჩენას ცდილობდა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ვერ გაძლო.

სამედიცინო ტესტები და იძულებითი ცვლილება

დღეს მას “სიუტატ ესპორტივაზე” სამედიცინო ტესტები ჩაუტარდება, რათა ტრავმის სირთულე დადგინდეს, თუმცა მატჩის შემდეგ ჰანსი ფლიკმა აღნიშნა, რომ საგანგაშო არაფერია. ესპანელმა ნახევარმცველმა ექიმ რიკარდ პრუნას დახმარება სთხოვა და სათადარიგოთა სკამისკენ გახედვის შემდეგ, მალევე მოითხოვა შეცვლა. მის ნაცვლად თამაშში პედრი გონსალესი მოთელვის გარეშე ჩაერთო.

ფლიკის უკმაყოფილება და მეორე გოლი

ჰანსი ფლიკმა და მისმა ასისტენტმა მარკუს სორგმა გავის დაშავების გამო უკმაყოფილება ვერ დამალეს, რაც სავარაუდოდ იმან გამოიწვია, რომ ფეხბურთელმა ტკივილის მიუხედავად თამაში გააგრძელა. ფლიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია: არავინ უნდა ითამაშოს, თუ ის 100%-ით მზად არ არის.

შეცვლიდან მალევე, გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის 2-0 დაწინაურება იზეიმა, როცა რაფინიას გადაცემით თავი მისმა თანამემამულემ, კარიმ ადეიემიმ გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 24 აგვ 2026, 15:59
    #3

    ნუ შეჭამეთ, არ გაუმართლა, აწუხებს მენისკი და ეს ორგანიზმიდან გამომდინარეა, 22 წლისაა, ამ დროს ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია ორგანიზმი და იმედია გამოჯანმრთელდება

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 24 აგვ 2026, 12:12
    #2

    მოკლედ დარტანიანობას იჩემებს ეს ბავშვი, რას იკლავს თავს უაზროდ ვერ გავიგე, ამას რო არაუხოს ზომები ქონდეს გავიგებდით, მაგრამ ჭიანჭველა რო თავისზე დიდ და ძლიერებთან თავს დებს არ მესმის. მაზოხისტი ხო არ არის, სულ ტრამვის ზღვარზე რო თამაშობს.

  • Don Leo
    Don Leo ვეტერანი
    schedule 24 აგვ 2026, 09:40
    #1

    რატო ბავსვი რატო ვერ შეუშვი მაგ ვარდისფერთავში რომ ჭ კლასის ვუნდებთან მასეთი ბრძოლით თამაში არაა საჭირო თუ სიტუაცია არ ითხოვს !!